თინა კანდელაკმა 20 წლის ვაჟი გამოაჩინა - "ვფიქრობ, რომ რაღაც კარგი გავაკეთე ამ ცხოვრებაში, რაკი ღმერთმა ასეთი შესანიშნავი შვილი გამომიგზავნა"
თინა კანდელაკმა 20 წლის ვაჟი გამოაჩინა - "ვფიქრობ, რომ რაღაც კარგი გავაკეთე ამ ცხოვრებაში, რაკი ღმერთმა ასეთი შესანიშნავი შვილი გამომიგზავნა"
რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი არც ისე ხშირად ასაჯაროებს შვილების ფოტოებს და პირად ცხოვრებაზეც არ უყვარს ლაპარაკი. 28 აპრილს კი მის ვაჟს 20 წელი შეუსრულდა და მისი ფოტოები გამოაქვეყნა.

"20 წლის დაბადების დღეს ახალი სიმღერის რელიზით რომ შეხვდე, ალბათ საუკეთესოა, რასაც ჩემი შვილისგან ველოდი. შენ კიდევ უფრო შემოქმედებითი ადამიანი ხარ, ვიდრე მე ვარ. ყველაფერი, რაც ჩემში არ იყო, შენშია ჭარბად. არ ვიცი და ვერასდროს ვისწავლი სიმღერას. შენ კი შესანიშნავი მუსიკოსი ხარ, რომელიც ბევრს მისცემს ფორას, ვისაც მიაჩნია, რომ ერკვევა
მუსიკაში. ის, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ცხოვრების მიმართ, როგორ შეგიძლია სიყვარული და მეგობრობა, ჩემში მხოლოდ აღტაცებას იწვევს. შენ რომ გიყურებ, ვფიქრობ, რომ რაღაც კარგი გავაკეთე ამ ცხოვრებაში, რაკი ღმერთმა ასეთი შესანიშნავი შვილი გამომიგზავნა. ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად რაღაც დიდებულს შექმნი. და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რას. უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენ დიდი მიზნებისა და მასშტაბების ადამიანი ხარ, რაც უკვე აშკარაა ახლა, როცა 20 წლის გახდი. წინ იარე, ჩემო ძვირფასო!" - დაწერა კანდელაკმა. 
mshoblebi
თინას ვაჟი ლეონტი კონდრახინი მუსიკით არის დაკავებული. ამბობენ, რომ პერსპექტიული მუსიკოსია. 

შეგახსენებთკ, თინა 1998 წელს გაჰყვა ცოლად ანდრეი კონდრახინს, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, გოგონა და ვაჟი. 
mshoblebi
10479
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ბუსიდო
8
თინა მაგარი გოგოა - როგორც ქალი და როგორც ჟურნალისტი. ბიჭიც ძალიან სიმპატიური ჰყავს. დანარჩენი ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, პატივს ვცემ ყველა ნიჭიერს და პროფესინალს, ნებისმიერ სფეროში.
16:05 / 30-04-2021
ანი
9
სოსო ნუ ილანძრები. საკუთარი პრეზიდენტები და მთავრობები რომ დაადანაშაულო და პასუხი აგებინო იმაზე რაც საქართველოს გაუკეტეს , ის უპრო მართებული იკნებოდა,მაგრამ სუსტს მიადეიტ, იმიმტომ რომ ქართველ კაცებს პროტესტისტვის ერთი გზა აურჩევიათ"ტრ--კის ჩვენება". აი ეს არის სიმართლე. განა არ იციტ ვინ რა გაუკეეტა საქართველოს?? ვინ გაყიდა საქართველო?? ვინ ყიდის მას დღესაც თურქებზე, ისევ რუსები არიან დამნაშავეები?? სისულეებს თავი დაანებე=თ და ტუ კაცები გქ,ვიათ ვეყანას მიხედეთ და ერთად დგომა ისწავლეტ!!!
03:23 / 30-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი