მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის უმცროსი ვაჟი 1 წლის გახდა. ამ დღეს მიუძღვნა პოსტი თაკომ, რომელიც ბოლო პერიოდში თამარა მილანოვას სახელითა და გვარით აგრძელებს საქმიანობას:
"სულ ვოცნებობდი მყოლოდა შვილი - ბიჭი! ღმერთმა ამიხდინა ეს ოცნება და შარშან ამ დროს ჩემთან მოვიდა ელია!
ქერა, ცისფერთვალება ანგელოზი!
დღეს უკვე 1 წლისაა! გილოცავ ჩემო ყველაზე საყვარელო და უმთავრესო მამაკაცო! მიყვარხარ ყველაზე ძალიან!"
ბულგარელ პროდიუსერს და კომპოზიტორ ბორისლავ მილანოვს და თაკო გაჩეჩილაძეს ორი შვილი ჰყავთ - გაბრიელა და ელია.