21 წლის გოგონამ 6-კილოგრამიანი ბავშვი გააჩინა - ექიმებს საკმაოდ დიდი გარჯა მოუწიათ
21 წლის გოგონამ 6-კილოგრამიანი ბავშვი გააჩინა - ექიმებს საკმაოდ დიდი გარჯა მოუწიათ
21 წლის ბრიტანელმა ემბერ კამბერლენდმა 16 აპრილს ქალიშვილი გააჩინა, ემილია ლუსი, რომელმაც ყველა ექიმი გააოგნა - გოგონას 6 კილოგრამამდე სულ რაღაც 110 გრამი აკლდა - ზუსტად 5890 გრამს იწონიდა. The Daily Mail-ის ცნობით, გოგონა მეორე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში დაბადებულ ყველაზე დიდ გოგონებს შორის - რეკორდი 2012 წელს დამყარდა, როცა 6,5 კილოგრამიანი ბავშვი დაიბადა. 

ემბერის თქმით, ორსულობის განმავლობაში მან 30 კილოგრამი მოიმატა. მუცელი იმდენად დიდი იყო, რომ ექიმებს ეგონათ, ტყუპი გაჩნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ექოსკოპიაზე ერთი ნაყოფი ჩანდა. 

36-ე კვირაში ბავშვი
უკვე 4 კილოგრამს იწონიდა. ორსულობის ბოლოსკენ ემბერს ზურგის, წელის, ფეხების ტკივილები ჰქონდა, ძლიბს დადიოდა და საწოლშიც კი ვეღარ ბრუნდებოდა ქმრის დახმარების გარეშე. მუცელიც სტრიებით დაეფარა.
mshoblebi
ემბერს საკეისრო კვეთა გაუკეთეს, რადგან დიდი იყო რისკი, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისას ბავშვი უბრალოდ გაჭედილიყო. როდესაც ბავშვი ამოიყვანეს, ექიმებმა გაოცება ვერ დამალეს. 

ემილიას პატარა აქვს ყველაფერი, რაც მანამდე იყიდეს მშობლებმა - ტანსაცმელიც და საფენებიც. 
mshoblebi
ბავშვის დედა ჯერაც ვერ გრძნობს თავს კარგად. რეაბილიტაციის კურსს გადის, კუნთები, სახსრები, ყველაფერი სტკივა. ბავშვს ხელშიც ვერ იჭერს, რადგან ძალიან მძიმეა, თავად კი ჯერაც ძალიან სუსტადაა. 


11348
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
G.L.
6
მე 5.6 დავიბადე 60 სმ. 1986 აქამდეც იბადებოდნენ დიდ ბავშვები. ოგონდ რაღაცა დაწერონ ამ გაუნათლებელმა ჟურნაილტებმა
16:39 / 01-05-2021
zizi
2
ვაიმე რა ბურთიაა, საყვარელი - ღმერთმა ყველას მოგვცეს ასეთი საჩუქარი
09:26 / 01-05-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი