ხაშურის რაიონში ჭონაზე მოსულ ბავშვებს დეპუტატმა 100 ლარიანები აჩუქა - "ვიფიქრე, წამეხალისებინა..." - მშობლები

ხაშურის რაიონში ჭონაზე მოსულ ბავშვებს დეპუტატმა 100 ლარიანები აჩუქა - "ვიფიქრე, წამეხალისებინა..."

2021-05-01 10:18:19+04:00

29 აპ­რი­ლის სა­ღა­მოს, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ოსი­ა­ურ­ში 8-დან 10 წლამ­დე ასა­კის 9 ბავ­შვი ტრა­დი­ცი­ულ ჭო­ნა­ზე გა­ე­შუ­რა. ჯერ სულ ხუ­თი­ო­დე კვერ­ცხი ჰქონ­დათ შეგ­რო­ვი­ლი, გია და რო­მან მე­ტი­ვიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლს რომ მი­ად­გნენ, რა დრო­საც სახ­ლი­დან, ოჯა­ხის სიძე - ლე­ვან გამ­რე­კე­ლი გა­მო­ვი­და და მან­ქა­ნის­კენ გა­ე­შუ­რა.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას წი­თე­ლი კვერ­ცხი არ აღ­მო­აჩ­ნდა, გა­და­წყვი­ტა პა­ტა­რე­ბის­თვის გული არ და­ე­წყვი­ტა და ხელ­ცა­რი­ე­ლი არ გა­ეშ­ვა. გამ­რე­კელ­მა თი­თო­ე­ულს ასი ლარი აჩუ­ქა.

ერთ-ერ­თმა არას­რულ­წლო­ვან­მა სა­ჩუქ­რის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ეს ამ­ბა­ვი ოსი­ა­უ­რის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა Ambebi.ge-ს კო­რეს­პონ­დენტს უამ­ბო. გა­დავ­წყვი­ტეთ ამ თე­მა­ზე თა­ვად გამ­რე­კელს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით, რო­მე­ლიც ოსი­ა­ურ­ში "ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია.

"არ მინ­დო­და, რომ ეს ამ­ბა­ვი ბევ­რს გა­ე­გო, უბ­რა­ლოდ, ვი­ფიქ­რე, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად წა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა ბავ­შვე­ბი ამ ძვე­ლისძველ ტრა­დი­ცი­ას რომ არ ივი­წყე­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად და­დი­ან ჭო­ნა­ზე, არა­და, ჭონა უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­აა, ადრე, ამ რი­ტუ­ა­ლის დროს, მოზ­რდი­ლე­ბიც და­დი­ოდ­ნენ სო­ფელ­ში, კვერ­ცხის გარ­და, სურ­სათს აგ­რო­ვებ­დნენ, მერე კი ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ლხინს მარ­თავ­დნენ. ეს ტრა­დი­ცია სოფ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მი­ი­ვი­წყეს, ზო­გან კი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის სა­ხა­ლი­სო რი­ტუ­ა­ლად შე­მორ­ჩა, სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, წა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა, ვკი­თხე, რამ­დე­ნი იყ­ვნენ, ცხრა ბავ­შვი აღ­მოჩ­ნდა და ცხრა­ა­სი ლარი ვა­ჩუ­ქე, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გამ­რე­კელ­მა. განაგრძეთ კითხვა