4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები ცხადდება. თუმცა, აღნიშნული დღეებით საჯარო სამსახურის თანამშრომლები ისარგებლებენ, კერძო კომპანიებისათვის კი მხოლოდ რეკომენდაცია გაიცა. ისინი თავად გადაწყვეტენ, იმუშავებენ თუ არა უქმე დღეებში.
უფრო კონკრეტულად, რა იმუშავებს და რა არა, ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გადავამოწმეთ:
3-დან 12 მაისის ჩათვლით საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. 2 მაისისან 4 მაისი ჩათვლით სასაფლაოზე გასვლა იკრძალება. ბაზრობები, რესტორნები, კაფეები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები კერძო სექტორს წარმოადგენენ, ამიტომ ისინი საქმიანობას ჩვეულებრივ განაგრძობენ. შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობა კვლავ შეზღუდული იქნება. სხვა დამატებითი შეზღუდვა შაბათ-კვირისთვის გათვალისწინებული არ არის. როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, უქმე დღეები არ ეხებათ:
პირველადი ჯანდაცვისა და სტაციონალური სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სამედიცინო საქმიანობის მომწოდებლებს, ფარმაცევტულ საქმიანობას, სურსათის და ცხოველების საკვების წარმოებას, დისტრიბუციას. საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო გადაზიდვებს, ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურებას, წყალმომარაგების საქმიანობებს, ელექტროენერგიის გენერაციას. საფოსტო და საკურიერო მომსახურებას. კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით მომსახურებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობას. ჟანგბადის მიწოდებას, დაკრძალვასთან დაკავშირებულ საქმიანობას. თამარ იაკობაშვილი