"კარ­გად იცი, ჩემს გულ­ში რაც ხდე­ბა... დანარჩენი ჩვენში დარჩეს" - ირინკა კავსაძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბაბუას
 "კარ­გად იცი, ჩემს გულ­ში რაც ხდე­ბა... დანარჩენი ჩვენში დარჩეს" - ირინკა კავსაძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბაბუას
ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ლე­გენ­და, კახი კავ­სა­ძე, რო­მე­ლიც 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, პირ­ველ მა­ისს, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, მე­უღ­ლის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლი, ირინ­კა კავ­სა­ძე და ფო­ტო­ებ­თან ერ­თად, "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემო სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რო. ბაბუ. მად­ლო­ბა შენ ყვე­ლაფ­რის­თვის. და­ნარ­ჩე­ნი ჩვენ­ში დარ­ჩეს. შენ ისე­დაც ძა­ლი­ან კარ­გად იცი, ჩემს გულ­ში რაც ხდე­ბა. ჩემი გული შე­ნია მუ­დამ და ყო­ველ­თვის. მიყ­ვარ­ხარ უსა­ზღვროდ. კი­დევ შევ­ხვდე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად", - წერს ირინ­კა კავ­სა­ძე.

ირინკა კახი კავსაძის ვაჟის, ირაკლი კავსაის უფროსი ქალიშვილია. ის 10 წლიდან მშობლებთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. ირინკას უმცროსი დაც ჰყავს.


868
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი