ვალერი მელაძის ახალშობილი ქალიშვილის იშვიათი სახელი ბიძამ გაამხილა - მშობლები

ვალერი მელაძის ახალშობილი ქალიშვილის იშვიათი სახელი ბიძამ გაამხილა

2021-05-04 05:35:30+04:00

ვალერი მელაძეს რუსეთში უკვე უწოდეს ესტრადის ყველაზე მრავალშვილიანი მამა. ცოტა ხნის წინ ის მეექვსე შვილი მამა გახდა. პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილის, მეორე ქორწინებიდან ორი ვაჟის შემდეგ ვალერი მელაძეს კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა.

წყვილს ორსულობა არ დაუმალავს. ალბინა ჯანაბაევა ხშირად ანებივრებდა ინსტაგრამი გამომწერებს საორსულო ფოტოებით და ბავშვის სქესიც თავიდანვე გაასაჯაროვეს. მალევე გამოაქვეყნეს ახალშობილის პირველი ფოტო, თუმცა სახის ჩვენებისგან თავი შეიკავეს და მხოლო მისი ხელი გაიმეტეს სოციალურ ქსელში გამოსაჩენად.

mshoblebi

სამაგიეროდ, საიდუმლოდ რჩებოდა გოგონას სახელი. ამასთან დაკავშირებული კითხვები მშობლებმა რატომღაც უპასუხოდ დატოვეს. ხა რა საალერსო სახელით მოიხსენიებდნენ გოგონას და ხან რა. და აი, პატარის გაჩენიდან ორი კვირის მერე ეს საიდუმლო ახალგამომცხვარმა ბიძამ, კონსტანტინე მელაძემ გათქვა.

„უკვე ექვსგზის ბიძა ვარ. გოგონას აგატა დაარქვეს“ - განაცხადა კონსტანტინე მელაძემ ერთ-ერთ გადაცემაში.

აგატა არც ისე გავრცელებული სახელია. ის ბერძნული წარმოშიბისაა და კეთილს, კარგს ნიშნავს. როგორც ამბობენ, ამ სახელის მქონე გოგონები განსაკუთრებით გონიერები, დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები არიან.

mshoblebi
ვალერი მელაძის უფროსი ვაჟი კონსტანტინე
mshoblebi
ვალერი მელაძის ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან.

altკადრები ვალერი მელაძის ქალიშვილის ქორწილიდან - 4 ენაზე გამართული ჯვრისწერა და პატარძლის შესრულება

altვალერი მელაძის უძრავი ქონება – სახლები, სადაც მისი ყოფილი და ახლანდელი ცოლები და შვილები ცხოვრობენ

alt"ღმერთს მადლობას ვწირავ, ვალერი ჩემი ცხოვრებიდან რომ წავიდა!" - ვალერი მელაძის ყოფილი ცოლის სენსაციური აღიარება