"ცოტა ხანში ვერავინ გაუბედავს შენიშვნის მიცემას" - პრინცესა შარლოტამ შეიძლება, ძმაზე ადრე დაიდგას დედოფლის გვირგვინი
"ცოტა ხანში ვერავინ გაუბედავს შენიშვნის მიცემას" - პრინცესა შარლოტამ შეიძლება, ძმაზე ადრე დაიდგას დედოფლის გვირგვინი
სამეფო სახლი იშვიათად აქვეყნებს პატარა პრინცებისა და პრინცესების ოფიციალურ ფოტოებს. ძირითადად, დღესასწაულებზე და მათ დაბადების დღეებზე. ამჯერად შარლოტას ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გოგონა 6 წლის გახდა. უილიამისა და კეიტის ერთადერთი ქალიშვილი ძალიან ჰგავს მამასა და დიდ ბებიას, რასაც უამრავი ადამიანი აღნიშნავს. "უილიამის ნამდვილი შვილი", "მამის თვალები გაქვთ", "დედოფლის ასლი" - წერენ კომენტარებში. სხვათა შორის, დედოფალ ელისაბედს ხშირად ადარებენ და არა მხოლოდ გარეგნული მსგავსების გამო. 2013 წელს დედოფალმა ტახტის მემკვუდრეობაზე მოქმედ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელთა მიხედვითაც, შარლოტას ამიერიდან
შეუძლია, დედოფლის ტიტულის მემკვიდრეთა რიგში უმცროს ძმაზე - ლუიზე ადრე იყოს რიგში, ანუ უფროს-უმცროსობის პრინციპით და არა ქალ-ვაჟობის. და მიუხედავადა იმისა, რომ პრინცი ჯორჯი მასზე ადრეა რიგში, პატარა პრინცესას მონარქის მომავალს  უწინასწარმეტყველებენ.
mshoblebi
სხვათა შორის, შარლოტამ რა ხანია გაასწრო ძმებს პოპულარობაში, ასევე შემოსავლიანობაში - გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვიდრე სხვა ბავშვებს. ეს ე.წ. მიდასის ეფექტია - რასაც შეეხება პოპულარული სამეფო წევრი, ხალხის სურვილის ობიექტად იქცევა. მაგალითად, ელვის სისწრაფით იყიდება ის ტანსაცმელი, რასაც კეიტი ან მეგანი ირჩევენ. ასევეა შარლოტას შემთხვევაში.  Brand Finance-ის ანგარიშის თანახმად, ჯერ კიდევ ორი წლის იყო შარლოტა, როცა საქონელბრუნვა 3,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზარდა. 
mshoblebi
შარლოტას ხასიათიც უკვე აღნიშნეს სამეფო კარით დაინტერესებულმა ექსპერტებმა. ერთ-ერთი
მათგანი ლიბი პერვსი გამოცემა Daily Mail-თან სწორედ შარლოტას ხასიათზე საუბრობს. მისი თქმით, გოგონას მმართველის ბუნება უკვე აშკარად ეტყობა. "სწორედ ასეთი გოგონები მბრძანებლობენ ოჯახში, სწრაფად ითავისუფლებენ თავს მშობლების მზრუნველობისგან და ჯიუტად მიიწევენ თავისუფლების გზაზე"- აცხადებს ექსპერტი, რომელიც პრინცესა შარლოტას
პრინცესა მარგარეტს ადარებს.
mshoblebi
"დრო მოვა და შარლოტას ვერავინ გაუბედავს შენიშვნის მიცემას ან იმის თქმას, რომ გოგონაა და უფრო მოკრძალებული ქცევა შეჰფერის.  მომავალში კაბას შარვალზეც მარტივად გაცვლის" - აცხადებს დები პერვესი.
14039
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
!!!
3
ამ დედოფალთან ერთად დამთავრდება ამ ''სამეფო კარის'' ისტორია. ინგლისელები ძალიან აღაშფოთა იმან, რომ ჯერ უილიამმა შეირთო დედით ებრაელი -- ქეით მიდლტონი და მერე ჰარიმ დააგვირგვინა მეგან მარკლით.
18:55 / 06-05-2021
nn
0
sinatlis sxivi - პედოფილია ბიჭების "სიყვარულს" კი არ ნიშნავს ზოგადად ბავშვების მიმართ ლტოლვას ნიშნავს - რაც შეეხება დედოფლის ერთ-ერთ ვაჟს მას ურთიერთობას აბრალებენ 14-15 წლის არასრულწოვან გოგონებთან
17:20 / 06-05-2021
მსგავსი სიახლეები