ნუკი კოშკელიშვილი შვილს ძიძის გარეშე ზრდის და ყველაზე მეტ დროს სწორედ ბავშვის გვერდით ატარებს. ახლახან ნუკიმ თავის გამომწერებს კითხვით მიმართა. ახალგაზრდა დედას აინტერესებს, შვილთან მეგობრობა ჯობია თუ გარკვეული დისტანცია უნდა იყოს.
"ბავშთან უნდა იმეგობრო თუ რიდი უნდა ქონდეს შენი? მეგობრობა გამორიცხავს პატივისცემას? რა არის სწორი მეთოდი? უნდა უმალავდე რაღაცეებს თუ გულწრფელი იყო. მე, მაგალითად, იმის მომხრე ვარ რომ ჩემმა შვილმა ყველაფერი იცოდეს, არასდროს მოვატყუებ, მინდა ჰქონდეს ნდობა. ოღონდ შოკოლადი რომ უნდა და ვითომ კარადას ვერ ვაღებ, ტყუილში არ ითვლება. მე მინდა ვიცოდე მისი აზრები და ვეპყრობოდე პატარობიდან, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რასაც უნდა, გააკეთებს. უბრალოდ, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მას გავითვალისწინებ. თქვენ როგორ ფიქრობთ?" - წერს ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე და ზელმომწერების უმეტესი ნაწილი ეთანხმება.
ნუკი ხშირად უძღვნის პოსტებს დედობის სირთულეებსა თუ ბედნიერ მომენტებს.
"ყველაზე რთული პროფესია არის იყო დედა. მთელი დღე ვატარებ დარდში, სწორად ვიქცევი, ზედმეტად მკაცრი ხომ არ ვარ, ზედმეტად ლმობიერი? რა გავაკეთო იმისთვის რომ ბავშვი ბედნიერი და თავდაჯერებელი იყოს? ნეტა რამე ხომ არ სტკივა? ახლა ის ბავშვი რომ ამდენ გაკვეთილზე დადის და მე საშუალება არ მაქვს, ხომ არ ვაკლებ ჩემ შვილს ამით? რომ ვმუშაობ და ვერ ვაქცევ ყურადღებას, ხომ არ ვაშავებ ამით? იმდენ ნაირი დარდია დედის თავში სიტყვებით აუღწერელი. პატარაა და რამე არ მოუვიდეს, დიდია და შეცდომა არ დაუშვას, ცუდი მეგობრები არ გაიჩინოს. სულ ! სულ ნერვიულობა! დედობა გმირობაა! ეს ზუსტად ვიცი! და კიდევ ვიცი ის რომ სწორი და არასწორი არ არსებობს, ისე უნდა გაზარდო ბავშვი როგორც შენ გინდა, არასდროს არ შეხედო სხვას იყავი ის რაც ხარ, მთავარია არასდროს მოაკლო სიყვარული და სითბო. ბავშვი გაზრდილი სიყვარულში ყოველთვის ბედნიერ და წარმატებულ ადამიანად შედგება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაზრდი." - წერდა ნუკი ერთ-ერთ პოსტში.