ტყუპი ბიჭი, რომელიც დედას მოპარეს სამშობიაროდან, მშობლებს ეძებს - კიდევ ერთი გამაოგნებელი ამბავი ქართული რეალობიდან
ტყუპი ბიჭი, რომელიც დედას მოპარეს სამშობიაროდან, მშობლებს ეძებს - კიდევ ერთი გამაოგნებელი ამბავი ქართული რეალობიდან
ეს ამბავი სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ" გამოქვეყნდა და უამრავი ადამიანი შეძრა:

"ქალბატონმა ლიანა ჯიბლაძემ იმშობიარა ბათუმის 1 სამშობიაროში, 1971 წლის ზაფხულში ნაადრევი მშობიარობით, გაჩნდნენ 7 თვიანი ტყუპი ბიჭები, ექიმი ამბობდა მშობიარობის დროს, რომ მახინჯი ბავშვი იბადებაო, თავის გარეშეო, პირველი ბავშვი როცა გააჩინა დედამ გონება დაკარგა, გაიგო რომ ამბობდნენ მეორეც მოდის უკვეო, იყვნენ ერთ კვერცხუჯრედში განაყოფიერებული ტყუპები, იდენტური ტყუპები. დედას აჩვენეს თავიდან ერთი ბავშვი, რომელიც მოუყვანეს საჭმელად, როდესაც მეორე ბავშვი მოიკითხა და მოითხოვა მოეყვანათ, მედ პერსონალმა უთხრა „შენ გაიგე, რომ კიდე
იყო ბავშვიო? თუ ვინმემ გითხრაო?!“ დედამ უთხრა, რომ გავიგე ყველაფერი რასაც თქვენ საუბრობდითო. ექთანმა უთხრა, მომეცი ეგ ბავშვი და ორს მოგიყვანო, დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოუყვანეს მეორე ბავშვი. სრულფასოვანი და ჯანმრთელი ბავშვი იყო ორივე. ერთი ბავშვს ჰქონდა ღია ფერის კანი და თმა, მეორე იყო შავგვრემანი შავი თმით. მესამე დღეს დედას უთხრეს, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ. ნათლიის დედა მუშაობდა ამ სამშობიაროში და მე თვითონ დავასაფლავეო, უთქვამს დედისთვის და გადავიხადე 25 მანეთიო, ამიტომ დედას ეჭვი არ შეეპარა ამ ამბის სინამდვილეში. ქალბატონი ლიანა მშობიარობის დროს იყო მარტო, რადგან მეუღლე ჰყავდა მეზღვაური და არ იმყოფებოდა ბათუმში.

წლების შემდეგ დაახლოებით 2000 წელს ორი ბიჭი მივიდა მათ საცხოვრებელ მისამართზე, ბათუმში, როდესაც სამწუხაროდ ოჯახი
იმყოფებოდა თბილისში, ბიჭები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს და ძალიან ჰგავდნენ მამას, მეზობლების გადმოცემით, მეზობლებს უკითხავთ ტყუპები ხომ არ ხართო ბიჭებისთვის და არა ძმები ვართო, ბიჭებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დედამ დატოვა სამშობიაროში რადგან ვითომ სახლში ჰყავდა ავადმყოფი შვილები, ორივე ფსიქიკური აშლილობით და ორივე ეტლს მიჯაჭვული და ტოვებდა, ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ ბიჭებს, ამბობდნენ დედის ნახვა არ გვინდა, მოვედით იქნებ რამე დახმარება სჭირდებათ ჩვენს დებსო. ბიჭებმა აჩვენეს საბუთები სადაც ერთი ბიჭი ფიქსირდებოდა დედის გვარზე და მეორე მამის. ბიჭებმა არ იცოდნენ რომ ტყუპები იყვნენ და საბუთებშიც ერთი წლის დასაწყისში იყო დაბადებული და მეორე წლის, ბიჭებმა დატოვეს სავიზიტო ბარათი და წერილი, მაგრამ მეზობლებმა იცოდნენ რომ ტყუპი ბიჭები გარდაცვლილები იყვნენ და არ შეპარვიათ ეჭვი, ეს ბარათიც და წერილიც დახიეს და გადააგდეს. მეზობლების გადმოცემით, ერთი ბიჭი საუბრობდა ძალიან კარგად ქართულად და რუსულადაც ნორმალურად, მეორე უბრალოდ ხვდებოდა რაზე იყო საუბარი და ვერ საუბრობდა ქართულად, მაგრამ ესმოდა ქართული, რუსული აქცენტიც ლაპარაკობდა, კარგად ფლობდა რუსულ ენას. როდესაც მეზობლებმა უთხრეს, რომ ამ ოჯახს გარდაცვლილი ჰყავდათ ტყუპი ბიჭები და რადგან გოგონებიც ჯანმრთელები იყვნენ და მათი ინფორმაცია არ დაემთხვა იმ ინფორმაციას, რაც მეზობლებმა უთხრეს, ბიჭებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს რუსულად, ნუთუ კიდევ შევცდითო, ესე იგი დიდი ხანია ეძებდნენ დებს...

2004-2008 წლებში აღძრეს საქმე, რადგან საბუთებით ლიანა ჯიბლაძის მშობიარობა 1971 წელს საერთოდ არ ფიქსირდება, არც შესაბამისად ტყუპი ბეჭების დაბადება ან გარდაცვალება. ეს საქმე დაიხურა და დასრულდა უშედეგოდ.
ოჯახი არ ყიდის ბინას ბათუმშიბათუმში,ორჯონიკიძის #6 იქნებ კიდევ გამოჩნდნენ მათი ძმები.
ამჟამად ცხოვრობენ თბილისში, მაგრამ გაფრთხილებულია ყველა მეზობელი და თუ ვინმე მივა ბათუმში ადგილზე, დაუკავშირდებიან დებს.
დები მანანა და მაია მექვაბიშვილები მოუთმენლად ელოდებიან მათ გამოჩენას, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეიძლებოდა. ამჯერად გვაქვს ჯგუფის ყოველი თქვენგანის და გასაჯაროების დიდი იმედი, რომ ნახავენ ამ ისტორიას და გამოგვეხმაურებიან.
გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, ვისაც ეს ისტორია ეცნობა და გააზიაროთ, რომ მალე ვიპოვოთ".
10464
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ანო
2
მეზობლები ყოჩაღ, გადაუწყვიტეს მარტივად
16:12 / 05-05-2021
zako
2
ტურმე ხდებოდა 400 500 ლარად კიდდნენ ბავსჰვებს ,,,,, რამდენი უბედურება ცჰემსჰი უამრავი ეწვებია იგივე მიკნეს მეც .......და ამის წაკიტხვის სჰემდეგ სულ ვფიკრობ,,,,,,, მოკვდაო გვიტხრეს 5კილო და 500 იკო ბიწი მერე მკვდარი არ მოგვცეს რად გინდატო დაგვიტოვეტო ....... მესამე სამსჰობიაროსჰი კობის კუცჰაზე 1978 30 მარტი ბიწი ,,,,,დგეემდი ვფიკრობ ნუტუ მეც ასე ხომარ გამიკეტეს ......ტან ეგ სავადმკოფო ცნობადი კოფილა .......უფალს ვტხოვ სიმარტლის გზა გვაპოვნინოს კველა ასეტ დედებს ....
12:06 / 05-05-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი