"ვიღაცებს თა­ვის დრო­ზე გა­უ­ხარ­დათ ჩვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვა... ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, მაგრამ გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან შერიგებაზე
"ვიღაცებს თა­ვის დრო­ზე გა­უ­ხარ­დათ ჩვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვა... ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, მაგრამ გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან შერიგებაზე
მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლე­ბის“ ახალ ნო­მერ­ში თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს. რო­გორ მო­ა­ხერ­ხა გია რო­ი­ნიშ­ვილ­თან კვლავ ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, ამა­ზე მომ­ღე­რა­ლი საკ­მა­ოდ ვრცლად სა­უბ­რობს.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"მე მი­წას­თან არა­ფე­რი გა­მის­წო­რე­ბია. ჩემი შვი­ლე­ბი მა­მი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იზ­რდე­ბოდ­ნენ. ვცდი­ლობ­დი, მათ აგუ­რის გა­მოც­ლა არ ეგ­რძნოთ. ჩვენი ოჯა­ხის დან­გრე­ვა ბევ­რის­თვის იყო ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი. არის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­გრე­ვა, მაგ­რამ ამის გამო გული არა­ვის სტკი­ვა. პი­რი­ქით, ერ­თგვა­რი შვე­ბა­ცაა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც და გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვი­საც. ჩვენ ეს არ გვქო­ნია და რო­გორც ჩანს, ძა­ფე­ბი ბო­ლომ­დე არ
გა­წყვე­ტი­ლა, ამი­ტო­მაც მო­ვა­ხერ­ხეთ ხელ­მე­ო­რედ აშე­ნე­ბა. ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა: თუ ფიქ­რო­ბენ, რომ მათი ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხელს ნუ ჩა­იქ­ნე­ვენ. თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც თა­ვის დრო­ზე გა­უ­ხარ­დათ ჩვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვა. ასე­თე­ბი დღე­საც ცდი­ლო­ბენ, ქი­ლი­კით რა­ღაც თქვან ჩვენ­ზე. მათ გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, თუკი ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ხართ იმით, რომ ოჯა­ხი ინ­გრე­ვა, ნუთუ სხვა საქ­მე არ გაქვთ? სხვი­სი ცუ­დად ყოფ­ნით რო­გორ უნდა გა­ი­ხა­რო და კარ­გად მყო­ფის ბედ­ნი­ე­რე­ბის ჩაშ­ხა­მე­ბას რა­ტომ უნდა ეცა­დო?!.

განაგრძეთ კითხვა
3662
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ტოტო
0
ვის უნდა გახარებოდა,ვის რაში აინტერესებს ?
13:42 / 05-05-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი