როგორც ცნობილია, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, ეკა მამალაძის ქალიშვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ორსულად არის. როგორც ცოტა ხნის ეკა მამალაძემ აღნიშნა, ნატალია სექტემბერში ელოდება ბავშვს.
ნატალია 5 თვის ფეხმძიმეა. მის მეუღლე და მომავალი შვილის მამა აჩიკო ჯაფარიძეა. აჩიკოსთვის ეს მეოთხე შვილი იქნება, რადგან პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.
ნატალია ტელეიმედზე გადაცემაში "მელომანი" გამოჩნდა სხვა ცნობილ ორსულებთან ერთად. გადაცემის ანონსში ჩანს, რომ მუცელი უკვე კარგად ეტყობა.
შეგახსენებთ, ნატალია ეკა მამალაძის უმცროსი ქალიშვილია. ნატალიას ჰყავს უფროსი ძმები.