სამი შვილის დედა, რომელსაც სიმსივნე აქვს - თურქი მსახიობი ნეჰირ ერდოღანი სწორედ ამ როლით გახდა ყველაზე ცნობილი. მელექის როლით შეიყვარა ის მაყურებელმა.
რეალურ ცხოვრებაში 40 წლისაა. იზმირშია დაბადებული და უმაღლესი განათლება სულაც არ მიუღია სამსახიობო მიმართულებით - ეკონომისტია. უმაღლესის დამთავრების შემდეგ რადიოსა და ტელევიზიაში წამყვანად მუშაობდა, მერე კი ამერიკაში გაემგზავრა და იქ შეისწავლა სამსახიობო ოსტატობა.
თურქეთში დაბრუნებული ტელესერიალების ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა "მელექი".
პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ოპერატორ ახმეტ სესიგიურგილზე იყო დაქორწინებული რამდენიმე წელი, თუმცა წყვილი სამ წელიწადში დაშორდა.
ბოლო წლებში ამბობენ, რომ ცნობილ მსახიობ რენან კალელის ხვდება.
თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით - ისინი ულამაზეს თურქ ქალებს შორის მოიხსენიებიან