ცნობილი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო 88 წლისაა. 3 შვილისა და 6 შვილიშვილის მამა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში უამრავი ქალი ჰყავდა გვერდით, დღეს კი მარტოა...
იყო დრო, პარიზის კრივის ჩემპიონს, ცხვირგატეხილ ჟან პოლს ვერავინ უწინასწარმეტყველებდა სამსახიობო კარიერას.
1933 წლის 9 აპრილს დაიბადა ნეი-სიურ-სენში, ცნობილი ფრანგი მოქანდაკის პოლ ბელმონდოს ოჯახში. ჯერ კიდევ სკოლაში აინტერესებდა მსახიობობა, თუმცა სპორტს მეტ დროს უთმობდა. მხოლოდ 20 წლისამ გადაწყვიტა, რომ მსახიობობა იტაცებდა მეტად და დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა, რის შემდეგად უკვე პროფესიული კარიერა დაიწყო.
მისი კინოდებიუტი 1957 წელს შედგა ფილმში "მოლიერი", თუმცა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის წინ მისი ეპიზოდები სულაც ამოჭრეს. მოგვიანებით მეტად გაუმართლა და რამდენიმე როლი ითამაშა. 26 წლისას კი წარმატება მოუტანა ჟან-ლუკ გოდარის ფილმმა "უკანასკნელ ამოსუნთქვაზე", რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფში მნიშვნელოვან ფილმად მიიჩნევა.
ბელმონდო საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომერციულად წარმატებული მსახიობი გახდა. ალენ დელონის კვალდაკვალ, მანად დააფუძნა საკუთარი კომპანია თავისივე ფილმების შესაქმნელად.
1987 წელს თეატრალურ რივრცეს დაუბრუნდა, მერე ისევ ათავსებდა ერთმანეთს კინოსა და თეატრს. ერთ-ერთი ბოლო ფილმი იყო 1995 წლის "განკიცხულნი", რომელიც წარმატებული აღმოჩნდა გაქირავებაში.
2001 წელს ბელმონდომ ინსულტი გადაიტანა, რის გამოც სრულიად შეწყვიტა მსახიობობა. 2008 წელს ჰქონდა პატარა გაელვება და მერე ოფიციალურადაც გამოაცხადა, რომ კინოს ჩამოშორდებოდა.
პირადი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი ჰქონდა. 1953 წელს იქორწინა მოცეკვავე ელოდი კონსტანტენზე, რომელთანაც სამი შვილი გაუჩნდა. სამწუხაროდ, უფროსი ქალიშვილი 1993 წელს ტრაგიკულად დაიღუპა - ხანძარს ემსხვერპლა. მისი ვაჟი პოლი ფორმულა-1-ის ყოფილი მრბოლელია.
შვილები არ გაჰყვნენ მამის გზას, მხოლოდ პოლი გამოჩნდა ერთხელ ფილმში "ბედის ნებიერა".
რასაკვირველია, აქტიური ურთიერთობა აქვს შვილებთან და შვილიშვილებთან - 6 შვილიშვილი ჰყავს.