25 წლის ჰალიმა სისე, რომელიც მალის მცხოვრებია, არა მარტო თავის ქვეყანაში გაიცნეს, არამედ უკვე მთელი მსოფლიო მასზე ლაპარაკობს. ჯერ კიდევ ორსულობის დროს აალაპარაკა თანამემამულენი - აცხადებდნენ, რომ მას 7 ბავშვი უნდა გაეჩინა ერთდროულად. თუმცა აღმოჩნდა, რომ 7 კი არა, 9 ბავშვის დედა გახდა. უბრალოდ ექიმებს კიდევ ორი ნაყოფი ვერ შეუნიშნავთ.
საკმაოდ დიდი ნერვიულობა გადაიტანეს დედამაც და ექიმებმაც, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო და ყველა ბავშვი ჯანსაღად მოვლენოდა ქვეყანას. ბოლოს პრეზიდენტიც კი ჩაერია საქმეში და გადაწყვიტეს, რომ მალის სამედიცინო მომსახურება არ იქნებოდა საკმარისი და მაროკოში გადაიყვანეს ორსული.
მშობიარობა ორსულობის 30-ე კვირას გადაწყდა. საკეისრო კვეთით მოევლინენ ბავშვები. ხუთი გოგონა და ოთხი ვაჟია. ჰალიმა პირველი ქალია, რომელმაც ერთდროულად 9 ბავშვი გააჩინა, ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი.
ბავშვების მამა ამბობს, რომ ეს ღმერთის საჩუქარია. ძალიან ბედნიერია და ელოდება, როდის დააბრუნებენ მის ცოლსა და შვილებს სამშობლოში.