სუპერმოდელი ირინა შეიკი მსახიობ ბრედლი კუპერს დიდი ხანია დაშორდა. თუმცა წყვილი 4 წლის ქალიშვილის, ლეას აღზრდაში თანაბარ მონაწილეობას იღებს. მამა-შვილი დიდ დროს ატარებს ერთად, ხშირად სეირნობენ და შესაბამისად, პაპარაცების ფოტოობიექტივშიც ხვდებიან.
სოციალური ქსელის მომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ, რომ ირინას გვერდით ლეას მოდურად და დახვეწილად აცვია. დედა-შვილს ხშირად შეხვდებით ცნობილი ბრენდების საოჯახო ლუქებში.
კუპერს კი ეტყობა, რომ სრულებით არ ანაღვლებს სტილი და ლუქი. სეირნობისას გამოწყობილ ლეას თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ბავშვს ყველაფერი ერთად აცვია: ჯინსიც და პრინცესის კაბაც, სპორტული ქურთუკიც და შიგნით კიდევ ქურთუკი, რეზინის ბოტებიც, ყოველი შემთხვევისთვის. ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს ქოლგა, რომელიც მამიკოს იღლიაში ამოჩრილი დააქვს.
ამ ფოტომ ბევრი ადამიანი გაამხიარულა. „როგორ ეტყობა, რომ მამის გამოწყობილია“ - წერენ ფოტოს კომენტარებში, თუმცა კუპერის მზრუნველობით ყველა აღფრთოვანებულია. ყველა ვარსკვლავი მამა ხომ არ ზრუნავს შვილზე ასე სათუთად. მითუმეტეს, რომ კუპერს არაერთხელ აღუნიშნავს, ლეა ჩემი ცხოვრების მთავარია ქალიაო.
რაც შეეხება დედას, ირინა შეიკმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ლეას სულაც არ მოსწონს "გამოპრანჭული" დედა და ურჩევნია, სახლურ ფორმაში გამოწყობილს უყუროს.
"კედელზე ჩემი დიდი ფოტო გვიკიდია ერთ-ერთი ფოტოსესიიდან. თითს იშვერს და ამბობს, "ეს დედა არ მიყვარს". შემდეგ ჩემსკენ გამოიშვერს თითს და ამბობს: "ეს დედა მიყვარს", - ამბობს ირინა შეიკი და ბრედლი კუპერთან ერთად ბავშვის აღზრდის თემასაც შეეხო.
"არ მესმის, რას ნიშნავს ერთობრივი აღზრდა. თუ ბავშვთან ვარ, 100%-ით დედა ვარ, თუ ბრედლია მასთან, ისიც 100%-ით მამაა".