ინტერნეტის პატარა ვარსკვლავ ნიაკო ნოზაძეს ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები ხშირად იქცევა ხოლმე ჰიტებად. ნიაკოს ვიდეოებს დედა უღებს - ია დუდაშვილი. სწორედ მან განათავსა სოციალურ ქსელში ეს ახალი მხიარული ვიდეო, რომელიც ჰიტად იქცა.
"თუ გვინდა, რომ შვილებისგან "ადამიანები" აღვზარდოთ, პირველ რიგში მოხუცებზე ზრუნვა და მათი სიყვარული უნდა ვასწავლოთ.
მოხუცის რა გითხრათ, 90წლის გოგოს.
(ჩემი ემოციები მაპატიეთ)" - წერს ია.
შეგახსენებთ, ნიაკო "ქუჩის ბიჭების" მომღერლის, ირაკლი ნოზაძის (პიკასოს) ქალიშვილია. ნიაკოს ჰყავს უმცროსი ძმა - ერთი წლის დანიელი.