"ლუნა ყიფშიძე დაიბადა დღეს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა - მშობლები

"ლუნა ყიფშიძე დაიბადა დღეს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა

2021-05-06 18:10:04+04:00

როგორც ცნობილია, მსახიობ გიორგი ყიფშიძის მესამე მეუღლე, მასზე 20 წლით უმცროსი ენი გასოევა მეორე შვილზე იყო ორსულად. პატარა კოსმოს შემდეგ მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ასევე უჩვეულო სახელი - ლუნა დაარქვეს. ამ სასიხარულო ფაქტის შესახებ გიორგი ყიფშიძის უფროსმა ქალიშვილმა ნატალიამ დაწერა სოციალურ ქსელში:

"დღეს ჩემი ოცნების გოგონა დაიბადა. ჩვენი ოთხეული შეიკრა და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ!!! ლუნა ყიფშიძე გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს", - წერს ნატალია.

mshoblebi
ნატალია და კოსმო

გიორგისთვის ლუნა მეოთხე შვილია, ენისთვის კი - მეორე.

mshoblebi
გიორგი ყიფშიძის შვილები

ენიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მსახიობი მეუღლე აქტიურად ეხმარება ბავშვის აღზრდაში. სავარაუდოდ, ახლაც დიდ მონაწილეობას მიიღებს ლუნას აღზრდაში.

mshoblebi

თეკლა ჟვანია

alt"კოსმოს ძალიან მოუხდება ეს სახელი..." - რას არქმევს მეოთხე შვილს და როგორ ეხმარება ცოლს ბავშვის გაზრდაში გიორგი ყიფშიძე