H&M-ი ახალი ინიციატივის ფარგლებში რჩეულ ბავშვებს ეძებს, რომლებიც ზრუნავენ გარემოზე, სოციალურ თუ სამოქალაქო საკითხებზე, თავიანთი საქმიანობით წვლილი შეაქვთ ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისათვის.
დღესდღეობით ბავშვები მეტად ინფორმირებულნი და ჩართულნი არიან მიმდინარე მოვლენებში და მათ ბევრი შესაძლებლობაც გააჩნიათ. ბევრი მათგანი ეკოლოგიაზე ზრუნავს, ზოგი - ადამიანის უფლებებსა და გენდერულ საკითხებზე ან ცხოველებსა თუ ფრინველებზე. ესენი ის ბავშვები არიან, ვისგანაც ნებისმიერ ადამიანს შთაგონების მიღება შეუძლია, მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში მიბაძვა, უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში - თავიანთი წვლილის შეტანა. ამ ბავშვებს აქვთ პოტენციალი და მიზანი, იმაზე მეტიც კი, ვიდრე უფროსებს.
თუკი იცნობთ 18 წლამდე ბავშვებს, რომლებიც სხვებისათვის მართლაც, მისაბაძი მაგალითები არიან თავიანთი საქმიანობით, იდეებითა და მიზნებით, გააცანით ისინი მთელ მსოფლიოს და გაუგზავნეთ მათი მონაცემები, მოკლე აღწერა, თუ რითი არიან გამორჩეულები და მისაბაძები სხვებისათვის, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: rolemodels@hm.com
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით H&M-ის ვებგვერდზე: https://www.hm.com/ge/4022-role-models/
(R)