მეექვსეკლასელმა მოსწავლემ სკოლაში პისტოლეტი მიიტანა და ცეცხლი გახსნა. მან ორ მოსწავლესა და სკოლის ერთ თანამშრომელს ესროლა. Associated Press -ის ინფორმაციით, შემთხვევა აშშ-ში, შტატ აიდაჰოში, ქალაქ რიგბის საშუალო საჯარო სკოლაში მოხდა. ოლქის შერიფის, ჯეფერსონ სტივ ანდერსონის განცხადებით, ოგონამ იარაღი ზურგჩანთინდან ამოიღო და რამდენჯერმე ისროლა როგორც სკოლის შენობაში, ასევე მის გარეთ. ერთ-ერთმა მასწავლებელმა მისი განიარაღება შეძლო და გაკავებული ჰყავდა, სანამ პოლიცია არ მოვიდა. მოსწავლეები დროებით ახლოს მდებარე სკოლაში გადაიყვანეს.
ორი მოსწავლე დაჭრილია და სტაციონარში მკურნალობს. ერთ-ერთ მათგანს, სესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. დაშავებული სკოლის თანამშრომელი კი უკვე კლინიკიდან გაწერეს.
სამართალდამცავები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ და ცდილობენ დაადგინონ, როგორ მოხვდა ცეცხლსასროლი იარაღი გოგონას ხელში.
აგრესია ბავშვებში - "თუ სხვა არ დაამცირა, თავს სრულფასოვნად ვერ გრძნობს"
აგრესიული ბავშვი - მიზეზები და მშობლების ქმედებები