მარტივი და მომგებიანი ონლაინ განვადება
თუ სასურველი ნივთის შეძენას ონლაინ აპირებ და ჯერ არ გსმენია სფეისს სამ თვიანი 0%-იანი განვადების შესახებ, მაშინ ეს ბლოგი სწორედ შენთვისაა. როდესაც აარჩევ შენთვის სასურველ ნივთს, სფეის განვადებით შეძენის შემთხვევაში, მისი ფასი იყოფა სამ ტოლ ნაწილად და საფასურს ფარავ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, დამატებითი გადასახადის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ არანაირ საკომისიოს, მომსახურების საფასურის და წინნსწრებით დაფარვის ჯარიმას არ იხდი . რაც მთავარია ონლაინ განვადებით სარგებლობისას, არ ხარ შეზღუდული დროში, სფეისის აპლიკაცია 24/7-ზე არის ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლებისთვის, მოსფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
სწრაფი QR განვადება ანუ 5 წუთი შენი სასურველი ნივთის შეძენამდე
თუ ჯერ არ ხარ სფეისელი, მაშინ ზუსტად ის დროა გადმოწერო აპლიკაცია და დარეგისტრირდე. დასარეგისტრირებლად სულ რაღაც 3 წუთი დაგჭირდება და ამის შემდეგ მზად იქნები სფეისის ონლაინ განვადებით სარგებლობისთვის. პროცესი არის ძალიან მარტივი და მყისიერი, აპლიკაციაში აჭერ + ღილაკს, ირჩევ განვადებას და შემდეგ მიყვებ ინსტრუქციას.
რომელ მაღაზიებში შემიძლია ვისარგებლო სფეისის ონლაინ განვადებით?
სფეისის QR განვადებით შოპინგისას, არჩევანში თითქმის არ ხარ შეზღუდული, იმიტომ რომ ყველაზე მეტ ონლაინ მაღაზიიდან შეგიძლია შენთვის სასურველი ნივთის შეძენა. ონლაინ განვადება ვრცელდება ძალიან ბევრ კატეგორიაზე: ელექტრო სკუტერები, მოპედები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ონლაინ კურსებზეც! თუ გაინტერესებს რა მაღაზიებში შეგიძლია იშოპინგო სფეისის ონლაინ განვადებით, გადახედე სიას ამ ბმულზე, და დაიწყე შოპინგი!
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი 0%-იან ონლაინ განვადებაზე:
თუ კი ისე მოხდა, რომ სამ თვეში ვერ ახერხებ განვადების დაფარვას, უბრალოდ გადაიხდი მინიმალურ შენატანს და დარჩენილ თანხას, ჩვენ გადაგინაწილებთ სტანდარტული განვადების გრაფიკზე. ასეთი გადანაწილების შემთხვევაში, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 33% გახდება, ვადას კი შენთვითონ აირჩევ 3 თვიდან 48 თვის ფარგლებში.
განვადება გაიცემა მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე, და მაქსიმუმ 25,000 ლარამდე.
ონლაინ განვადებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ 20 დან 60 წლამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ყოველთვიური შემოსავალი.
შემოსავალად ითვლება ხელფასი, იჯარა/ქირა ან დივიდენდი. შემოსავლების დეკლარირება ხდება ონლაინ, ჩვენი აპლიკაციიდან, სახლიდან გაუსვლელად და რაც მთავარია ბანკში და მაღაზიებში წინ და უკან სირბილის გარეშე.
ბედნიერ შოპინგს გისურვებ!