კორონავირუსით ინფიცირებული მშობიარე გარდაიცვალა, ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს
კორონავირუსით ინფიცირებული მშობიარე გარდაიცვალა, ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა შეძლეს


ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ორსული გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 7 თვის ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, 34 წლის ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.

„ინტერპრესნიუსი“ ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე საათია დეტალების დაზუსტებას ცდილობს, თუმცა კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
700
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი