შერონ სტოუნს ინსულტის შემდეგ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა: "სხეულიდან გამოვედი და მიცვალებულებს ვესაუბრებოდი"
შერონ სტოუნს ინსულტის შემდეგ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა: "სხეულიდან გამოვედი და მიცვალებულებს ვესაუბრებოდი"
შერონ სტოუნმა რამდენიმე წლის წინ უამბო მსოფლიოს, რომ 2001 წელს ინსულტი გადაიტანა და ტვინში სისხლი ჩაექცა, რის შემდეგაც სასწაულებრივად გადარჩა. ბოლო ინტერვიუში მსახიობმა თავისი ცხოვრების ეს საშინელი ეპიზოდი გაიხსენა. 

- კლინიკური სიკვდილის გამოცდილება მქონდა და ყველა ადამიანი ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირად განიცდის. ზოგი მეცნიერული თვალსაზრისით განიხილავს, ზოგიერთი კი - სულიერი. მე ორივე ვერსიას ვითვალისწინებ. როცა ე მე დამემართა, ყველაფერი განვიცადე, რასაც ჩვეულებრივ ყვებიან ხოლმე ადამიანები, თითქოს რომ გვირაბის ბოლოში სინათლე ჩანს და თითქოს საკუთარ სხეულს ტოვებ. ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემამდე
წასულ, გარდაცვლილ ადამიანებს ვესაუბრებოდი. ეს რაღაც ეფემერული განცდაა: არ გვქონდა დიალოგი, როგორც ასეთი, მაგრამ მქონდა განცდა, რომ ვურთიერთობთ, - ყვება შერონი.

სტოუნის თქმით, შემდეგ დიდი ტკივილი განიცადა, თითქოს მკერდში რაღაც ძაან ჩაარტყეს. ამის შემდეგ სული სხეულში დაბრუნდა. მისი თქმით, სავარაუდოდ ეს განცდა ექიმების მიერ დეფიბრილატორის გამოყენებას მოჰყვა. 
mshoblebi
- აშკარა იყო, რომ გადავწყვიტე პალატაში დაბრუნება, და არა ამ მოგზაურობის გაგრძელება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერია, რისი მოყოლაც შემიძლია, - ამბობს ვარსკვლავი. 

სტოუნის თქმით, მას მოუწია თავისი ექიმის დათხოვნა მანამდე, სანამ ტვინზე ოპერაციას ჩაიტარებდა, რადგან ექიმი უფრო თვითრეკლამით და ჟურნალისტებთან ურთიერთობით იყო დაინტერესებული, ვიდრე მკურნალობით.

- საკმაოდ მძიმე წამლებს ვიღებდი... სინთეტიკურ ჰეროინს ვენურად ვიღებდი 24 საათი. მერე ოპერაცია
გამიკეთეს ტვინზე, სისხლჩაქცევა მქონდა...

შერონ სტოუნს ტვინში სისხლჩაქცევა 2001 წელ ჰქონდა. ექიმებს მხოლოდ რამდენიმე დღის მერე მიმართა, რაც ძლიერმა თავის ტკივილებმა შეაწუხა. საავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფი აღმოჩნდა, ექიმები გადარჩენის მინიმალურ შანსებს აძლევენ. დიდხანს მსაიხობი არც საუბრობდა ამ პრობლემაზე და ამ საშინელ გამოცდილებაზე, ბოლო პერიოდში ალაპარაკდა.

altუშვილობის დიაგნოზი, მძიმე დაავადება, წარუმატებელი ქორწინებები - შერონ სტოუნის პირადი ტრაგედიები


2275
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი