ვინ არის ქალი, რომელსაც ბილ გეიტსის 27-წლიანი ქორწინების რღვევას აბრალებენ?
ვინ არის ქალი, რომელსაც ბილ გეიტსის 27-წლიანი ქორწინების რღვევას აბრალებენ?
რამდენიმე დღის წინ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბილ გეიტსის განცხადებას, რომ განქორწინებას აპირებს. ოჯახი, რომელიც სამაგალითოდ მიიჩნეოდა 27 წელი, მოულოდნელად დაინგრა.

მიზეზებზე ბილს არაფერი დაუწერია, უბრალოდ თქვა, როგორც წყვილი ვეღარ განვვითარდებითო და ისიც დაწერა, რომ საერთო საქველმოქმედო ფონდს ერთობლივად უხელმძღვანელებენ კვლავაც. არც იმაზე ყოფილა თქმული რამე, როგორ გაიყოფებნ ასტრონომიულ ქონებას. ეს ლოგიკურია, რადგან ბილს და მელინდას ამაზე ალბათ ძალიან ადრეც უფიქრიათ და საქორწინო ხელშეკრულებაც ექნებათ გაფორმებული.

თუმცა რა იყო მაინც მიზეზი. სოციალურ ქსელში დაიწყეს საუბარი ქალზე, რომელიც სავარაუდოდ
განქორწინების ამბების ცენტრშია.

ეს არის ბილის თანაშემწე, მისი თარჯიმანი ჩჟე "შელი" ვანი. ჩინელი ჩჟე წამში გახდა პოპულარული და დღეს მასზე, როგორ გეიტსების ოჯახის დამანგრეველზე ყველა საუბრობს.

ვანი გეიტსებთან ექვსი წელია მუშაობს. 36 წლის ვანმა იცის ჩინური, ფრანგული, გერმანული, იაპონური, კორეული, რუსული და ესპანური ენები და თავისუფლად თარგმნის ბოსის ბიზნეს-შეხვედრებს. სანამ გეიტსებთან მიიღებდა თანამდებობას, იელის მენეჯმენტის სკოლაში მუშაობდა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში. ერთი პერიოდი სტიუარდესაც იყო და პილოტის ლიცენზიაც კი აქვს.

თავად ჩჟე უკვე გამოეხმაურა გავრცელებულ ხმებს: "თავიდან მეგონა, რომ ეს იქნებოდა თავდასხმა უსაფუძვლო წყაროებიდან, მაგრამ ასეთ სიგიჟედ თუ იქცეოდა, არ ველოდი. რამდენი წიგნის წაკითხვა შეგიძლიათ პირველი მაისის ზეიმზე? რატომ კარგავთ დროს უსაფუძვლო ჭორებზე? მადლობა იმ
ზრუნვისთვის, რასაც ჩემი მეგობრები იჩენენ ამ დღეებში ჩემ მიმართ", - აღნიშნა ვანმა.

მისი მეგობრებიც ამბობენ, რომ წარმოუდგენელია ეს ჭორი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
10217
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ტოტო
2
ასაკში,რომ შედიან, მამაკაცებსაც და ქალებსაც გარკვეული ჰორმონალური გადახრები აქვთ.ესეც გამოყეყედა,ეს საცოდავი.
19:23 / 08-05-2021
ლალა
2
ეს ქალია? მე ჩინური კუკლა მეგონა, საცოდავი იქნება გაასუქოს მილიარდებმა
13:21 / 08-05-2021
მსგავსი სიახლეები