მეგან ფოქსს ყოფილი ქმრისგან - ბრაიან ოსტინ გრინისგან სამი შვილი ეყოლა. 34 წლის მსახიობს სამივე ვაჟი ჰყავს - 8 წლის ნოა, 7 წლის ბოდი და 4 წლის ჯორნი. მეგანი კელი კლარკსონის შოუს სტუმარი იყო და სწორედ იქ ისაუბრა, თუ როგორ უმკლავდება ბავშვების გაზრდას.
- ყოველი დღე და მთელი დღე ჰგავს შერეული ორთაბრძოლების ტურნირს, - იხუმრა მსახიობმა. ისიც აღნიშნა, რომ ბავშვები ერთმანეთს მშვენივრად უგებენ, ძალიან უყვართ ერთმანეთი, თუმცა მაინც სულ ჩხუბობენ.
- საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ ორთაბრძოლა მაინც შეუჩერებლად მიმდინარეობს, რადგან ძალიან ბევრი ენერგია აქვთ. ერთმანეთს თმებიც კი შეუძლიათ დააწიწკნონ.
განქორწინების შემდეგ ბავშვები დედასთან დარჩნენ საცხოვრებლად, თუმცა მამასაც აქვს მეურვეობის თანაბარი უფლება.
ბრაიანთან დაშორების შემდეგ მეგანი რეპერ კოლსონ ბეიკერს ხვდება და ამბობენ, რომ უკვე შვილებსაც გააცნო. თუმცა იმასაც ყოველთვის აღნიშნავს, რომ ბავშვები მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება.