სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონის ახალ სერიას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მთავარი გმირი, 5 შვილის დედა ნინა სიმსივნეს ებრძოდა და ყველასთვის მოულოდნელად დატოვა ოჯახი, შვილები და სამხრეთ ამერიკაში წავიდა, რომ დეპრესიას გამკლავებოდა. ბავშვებთან მარტო დარჩენილმა მამამ - დათომ გადაწყვიტა, საყვარელი, რომელმაც წლების წინ შვილი გაუჩინა, ნათია მოეყვანა სახლში და მასთან და ძიძასთან ერთად გაეზარდა ბავშვები... ყველაფერი რომ თითქოს მოგვარდა და დალაგდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა მოულოდნელად ნინა - დაბრუნდა... სწორედ ამ ფაქტს, ნინას დაბრუნებას, საყვარლის შინ მიყვანას და ზოგადად დედის საქციელს, რომელმაც ოჯახი დატოვა და წავიდა, მოჰყვა უამრავი კომენტარი სერიალის გვერდზე - ათასობით კომენტარში ადამიანები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს არა მხოლოდ ფილმის გმირებზე, არამედ ზოგადად ასეთი ტიპის ქმედებებზე.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
ახლა გაგახსენდა ოჯახი და შენი ქმარი ხომ? ზოგადად ნინას პერსონაჟი ძალიან მომწონს. ბევრ ქალშია ეგ რეალობა. ქმარს საყვარელი აპატია. შვილი საყვარლისგან აპატია. 5 შვილი გაუჩინა. თავისი ცხოვრება არც ჰქონია. ბევრ რამეზე დახუჭა თვალი. სიმსივნე ყველაზე ვერაგი დაავადება დაემართა და ქმარი არ ამოუდგა გვერდში. დიახ, უნდა წასულიყო, თორემ დროზე ადრე მოკვდებოდა... ოჯახური იდილია და...... ჩინელების რაკეტა გოცირიძეების ოჯახში ერთიც ღირსია რაც დახვდა და მეორეც - ახლა რომ გააბუნძულებენ ნინა სახლში შესვლის ღირსიც არაა!! ატანა არ მაქვს მისი პერსონაჟის, უსირცხვილო. შვილებს დედა უნდა !!! რა გჭირთ ხალხო, რა??? როდის იყო დედის ადგილს ვინმე იკავებდა. ნინა მიხედავს თავის ბავშვებს დედით და ძიძით და დათო გადავა ნათიასთან საცხოვრებლად... ჭირი იქა, ლხინი-აქა. ნინას დაბრუნება ძალიან ბუნებვრივი სცენა იყო. ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა, თუ დათოს თავის ნათიასთან ერთად გაუძახებს გარეთ და იცხოვრებს თავის ხუთ შვილთან ერთად ახალი ცხოვრებით. არ შეიძლება თავმოყვარე ქალი ეგუებოდეს იმ აზრს, რომ მისი შვილების მამა სხვა ქალთან წლებია დადის და ურთიერთობა აქვს თუნდაც მხოლოდ საუბრის დონეზე.ის შვილი გარეთ ენახა, როგორც დაშორებული წყვილები იქცევიან. ეს კაცი ფაქტიურად ორ ცოლიანია და სცენარში ეს კარგად გამოჩნდა როცა ერთი წავიდა, მეორე მოუყვანა შვილებს. უბედურება ის არის რომ არცერთი არ უყვარს და საერთოდ ეს დათო მომართულია, რომ ფული იშოვოს და არჩინოს ოჯახი, სხვა ინტერესები ამ კაცის არ ჩანს ამდენი სეზონია. არც მისი თანაგრძნობა, არც სითბო, არც სიყვარული შვილების მიმართ. რა ვიცი ჩემთვის ეს პერსონაჟი ყველაზე ცარიელია. ნინას საქციელს გამართლება არ აქვს, მამაკაცი თუ საყვარელ ქალს იჩენს, 30% ცოლის ბრალია... სიმსივნე თუ დაემართა, არ ამართლებს იმას, რომ 5 შვილი დატოვა და წავიდა. ყველაზე საცოდავი დათოა, არასოდეს ყოფილა ცუდი ქმარი, პირიქით სულ გვერდით ედგა ნინას ყველაფერში... სხვას რომ თავი დავანებოთ, შვილებთან ძაან შეეშალა ნინას. უვარგისი ქმრის ფორმულაა დათო, უვარგისი დედის ფორმულაა ნინა და ნათია ამ ორის მსხვერპლია საერთოდ. დათოს ადგილას არ შემოვუშვებდი სახლში ნინას და მე ამ შემთხვევაში ნათიას არ ვამტყუნებ, ქალი წავიდა და მიყარა ქმარ-შვილი, ნათიამ წარსულში დააშავა თუ არა, ცოლიან კაცთან რომ დაიჭირა საქმე, ამ შემთხვევაში არაა დამნაშავე. პირიქით, ბევრი 5-შვილიან კაცთან არც ინდომებდა ყოფნას და ამხელა უღელის შებმას. დამნაშავე აქ ნინაა.
მოგვიანებით მთავარი გმირების შემსრულებლებმა - ანა ტყებუჩავამ და ლევან ყოჩიაშვილმა სახალისო ვიდეოც დადეს, თუ როგორ ბრუნდება ნინა თოფით ხელში...