არასდროს დატოვოთ ბავშვი ოთახში მარტო, როდესაც ფანჯარა ღიაა. ოთახში, სადაც ფანჯარა ღიაა, ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვების მილიონი შემთხვევა შეიძლება პრობლემების გარეშე დასრულდეს, მაგრამ თუნდაც მილიონიდან ერთი, ცუდად ან ფატალურად დასრულების შემთხვევა ოჯახისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა და მშვიდობით დასრულებული დანარჩენი მილიონი შემთხვევა მის კომპენსაციას ვერ მოახდენს.
ფანჯრებზე აცოცებისკენ განსაკუთრებით ის ბავშვები არიან მიდრეკილი, რომლებსაც უფრო და-ძმა ჰყავთ. სწორედ მათი მიმბაძველობთ ცდილობენ, ფანჯრიდან გადახედვას.
მეორე მხრივ, თუ ბავშვის ყველა აცოცებაზე, დრამატულად შეკივლებთ და გაბრაზდებით, პატარებს უფრო მეტ მოტვაციას გაუჩენთ, რომ ფანჯრებზე ავიდნენ. ყველაფერი აკრძალული ხომ ასმაგად უფრო სასურველია.
ფანჯრებთან ახლოს არ დადგათ ავეჯი, რომელზე აცოცებაც შეიძლება. ფანჯრებს გაუკეთეთ დამატებითი საკეტები, რომლის გაღებასაც ბავშვი ვერ შეძლებს. ბავშვის საწოლი ოთახის იმ კედელთან დადგით, რომელსაც ფანჯარა არ აქვს. თუ პერიოდულად პატარას თქვენს საწოლში აწვენთ, უზრუნველყავით, რომ თქვენი საწოლიც ფანჯრიდან მოშორებით იყოს. ფანჯრის მთლიანად გაღების სანაცვლოდ, უმჯობესია მისი ზედა ნაწილი გადმოწიოთ და ასე დატოვოთ.
და რაც ყველაზე მთავარია, დაამონტაჟეთ დამცავი ბარიერები. სახლის ყველა ფანჯარას უსაფრთხოების ბარიერი უნდა ჰქონდეს. ტრადიციული გისოსები არც ისე იოლი დასამაგრებელია, არც დიდად ლამაზია და მათ დასამაგრებლად მუნიციპალური სამსახურიდან შეიძლება ნებართვაც კი დაგჭირდეთ. ამიტომ უმჯობესია, დაამაგროთ სპეციალური ბარიერები, რომლებიც ბავშვების უსაფრთხოებისთვის მზადდება. ამ ტიპის ბარიერები სხვადასხვა ქვეყანაში მეტად პოპულარულია. საქართველოში კი ის სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მას baby-stop.ge ამზადებს და როგორც განმარტავენ, პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია. ბარიერი მონტაჟდება უშუალოდ ფანჯარაზე, ძალიან მარტივია დასამაგრებლად და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მარტივად მოიხსნას, შემდეგ კი კვლავ დამონტაჟდეს. რადგან ფანჯარაზე მაგრდება, საჭირო აღარ ხდება კედლის გახვრეტა ან მონგრევა, არც მტვერი დგება სახლში და არც სარემონტო ნაგავი იყრება. აღნიშნული ბარიერების სიმყარე უძლებს არა მარტო ბავშვის, არამედ ზრდასრული ადამიანის წონასაც. დაპროექტების უნიკალური სქემის გამო ბავშვს მასზე აცოცებაც არ შეუძლია. ეს კი მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დაამაგრეთ ბარიერები, დაიცავით უსაფრთხოების სხვა წესები და თქვენს პატარას მიეცით საშუალება იცოცოს, განვითარდეს, შეისწავლოს გარემო...