სფეის ონლაინ განვადება
თუ მაღაზიებში სიარულის მაგივრად, ონლაინ სივრცეში შოპინგი გირჩევნია, დროა სფეის QR განვადება უფრო ახლოს გაიცნო. სფეისში გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიების რიცხვი უნდა გაგვეზარდა, რათა თქვენთვის, შოპინგის პროცესი, უფრო სასიამოვნო, სწრაფი და რაც მთავარია მარტივი გამხდარიყო. ამ ეტაპზე უკვე 111 მაღაზიაში არის შესაძლებელი სფეის ონლაინ განვადებით სარგებლობა, რაც მთავარია სახლიდან გაუსვლელად და 24/7-ზე.
რა არის სფიეს ონლაინ განვადების უპირატესობა?
განვადების პროცესი არის ძალიან სწრაფი, მარტივი და შენზე მორგებული, რაც ძალიან გამოარჩევს სფეის ონლაინ განვადებას სხვა სტანდარტული განვადებებისგან. შოპინგისას ირჩევ სასურველ ნივთს, აჭერ სფეის განვადებას და შერჩეულ ნივთს ყიდულობ ზუსტად 5 წუთში.
სად შემიძლია ვიშოპინგი სფეის ონლაინ განვადებით?
საუკეთესო შეთავაზების პოვნა შეუძლებელია დიდი და მრავალფეროვანი არჩევანის გარეშე, ამიტომ სფეისში ვცდილობთ, რომ ონლაინ მაღაზიები რიცხვი დღითიდღე გავზარდოთ. დღეს 111 მაღაზიაში შეძლებ სასურველი პროდუქტის მოძიებას და შეძენას შემდეგი კატეგორიებიდან: ტექნიკა, ტანსაცმელი, აქსესუარები, საბავშვო, სახლისა და ეზოს მოწყობილობა ან სხვა კატეგორია.
სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება
სფეისში შეგიძლია ისარგებლო სამთვიანი ეფექტური 0%_იანი განვადებით, ანუ ნივთის ღირებულება გაყო სამ ტოლ ნაწილად და შერჩეული ნივთი შეიძინო გაძვირების გარეშე. მაგალითად, თუ 900 ლარიანი ნივთის შეძენას გადაწყვეტ, სფეის ონლაინ განვადებით, ამ ნივთის ღირებულება გაიყოფა ზუსტად სამ ტოლ ნაწილად და ყოველთვიურად გადაიხდი 300-300 ლარს.
თუ ხვდები, რომ სამ თვეში ვერ ახერხებ ნივთის ღირებულების დაფარვას, სტანდარტულ გრაფიკზე გადასვლაც ძალიან მარტივად შეგიძლია, მინიმალური შენატანის გადახდით.
საკომისოები
ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც საუკეთესო შეთავაზებას მიაგენი, მაგრამ განვადების პროცესში ნივთი საგრძნობლად გაძვირდა, ისე რომ ვერც კი მიხვდი, ხოლო თავდაპირველი შეთავაზება, რომელმაც თვალი მოგჭრა, ამ პროცესში დაიკარგა. სფეისში არ გვიყვარს დაფარული საკომისიოები, ამიტომ არ გვაქვს არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო.
აქციები
ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყოველთვის ვცდილობთ მოვიფიქროთ ახალი და საინტერესო აქციები და ფასდაკლებები. ამისთვის, ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება უკუკავშირს, ითვალისწინებს რჩევებსა და შენიშვნებს და მომვალ აქციებს სწორედ მათ მიხედვით გეგმავს.
თუ ჯერ არ გიცდია სფეის განვადებით ნივთის შეძენა, გადახედე ჩვენი პარტნიორი ონლაინ მაღაზიების ვრცელ ჩამონათვალს. ჩვენ კი სასიამოვნო და კომფორტულ შოპინგს გისურვებთ!