დედამ მამა მის თვალწინ მოკლა; ბიძამ გააუპატიურა; ქალი, რომელიც და ეგონა, დედა აღმოჩნდა; 14 წლისას ეყოლა შვილი - საშინელი საიდუმლოები, რომლებსაც ვარსკვლავები მალავენ
დედამ მამა მის თვალწინ მოკლა; ბიძამ გააუპატიურა; ქალი, რომელიც და ეგონა, დედა აღმოჩნდა; 14 წლისას ეყოლა შვილი -  საშინელი საიდუმლოები, რომლებსაც ვარსკვლავები მალავენ
როგორც წესი, ბოლოს ყველა საიდუმლო მჟღავნდება. ამ სტატიის გმირები ალბათ ბევრს გაიღებდნენ იმისათვის, რომ მათი საშინელი ისტორიები არავის არასდროს გაეგო. ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც დაფარული ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, ვარსკვლავებს უფრო მეტი აქვთ.

შარლიზ ტერონი
mshoblebi

საიდუმლო: მსახიობის დედამ მამა მის თვალწინ მოკლა
ბევრი წლის განმავლობაში, შარლიზი ინტერვიუებში ამბობდა, რომ მამამისი ავტოკატასტროფით დაიღუპა მაშინ, როდესაც თავად 15 წლის იყო. როდესაც მას ამ თემაზე ელაპარაკებოდნენ, სწრაფად ცვლიდა საუბრის თემას.
ოჯახური სკანდალი, ალკოჰოლზე დამოკიდებული ტირანი მამა და ჩაგრული დედა - ოსკ
აროსანი მსახიობის ბავშვობა სულაც არ ყოფილა მშვიდი და ბედნიერი. მთავარი მიზეზი, რის გამოც შარლიზი საიდუმლოს დავიწყებას ცდილობდა, იყო ის ფაქტი, რომ ჩხუბის დროს დედა საკუთარი თავისა და ქალიშვილის დაცვას ცდილობდა, რა დროსაც ქმარს ესროლა. მსახიობის მამა ხშირად მიდიოდა სახლში ნასვამი, არა მარტო მუშტით სცემდა ცოლს, არამედ იარაღიც ჰქონდა და მოკვლით ემუქრებოდა ყველას... ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს შარლიზ ტერონის დედამ თოფის წართმევა შეძლო, საკუთარი თავისა და ქალიშვილის გამო...

ჯეკ ნიკოლსონი
mshoblebi

საიდუმლო: მსახიობის და მისი დედა აღმოჩნდა
ჯეკ ნიკოლსონი მამის გარეშე, დედამ და უფროსმა დამ გაზარდეს. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა შოკისმომგვრელი იქნებოდა მისთვის იმ ფაქტის გაგება, რომ უფროსი და სინამდვილეში დედამისი იყო, ხოლო ქალი, რომელსაც დედად თვლიდა, სინამდვილეში, ბებია აღმოჩნდა. სკანდალური ინფორმაცია
1976 წელს ჟურნალმა "Time" აღმოაჩინა. გამოცემის თქმით, ჯეკის დედა ღამის კლუბში სტრიპტიზიორი იყო. ძალიან პატარა ასაკში დაორსულდა და იმის შიშით, რომ ბავშვის აღზრდისთვის მზად არ იყო, შვილი ბებიას მისცა. ჯეკ ნიკოლსონმა 37 წლამდე არ იცოდა სიმართლე, ვიდრე პრესაში ინფორმაცია არ ნახა. ჟურნალში მსახიობის "პოტენციურ მამებსაც" განიხილავდნენ. მალევე ორი მამაკაცი დაუკავშირდა და უთხრეს, რომ შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები, თუმცა ნიკოლსონმა დნმ-ის ტესტის გაკეთებაზე მკაცრი უარი განაცხადა და ყველას სთხოვა, მარტო დაეტოვებინათ.

ტერი ჰეტჩერი
mshoblebi

საიდუმლო: ბიძამ გააუპატიურა

"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი 24 წელი საშინელ საიდუმლოს მალავდა. ადრეულ ბავშვობაში მან ძალიან დიდი ტრავმა მიიღო. მხოლოდ 2002 წელს წარდგა ბიძამისი, რიჩარდ სტოუნი სასამართლოს წინაშე, სექსუალური შევიწროების რამდენიმე ფაქტის გამო.
"წლების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს საშინელება დამევიწყებინა, თუმცა, დუმილიც არ შემეძლო, რიჩარდი უნდა შემეჩერებინა", - აღნიშნა მან. მსახიობის თქმით, ბიძამ 5 წლის ასაკში გააუპატიურა. ბავშვს ეშინოდა და ინფორმაცია მშობლებისთვისაც კი არ უთქვამს. რიჩარდი დამნაშავედ სცნეს და 14 წელი მიუსაჯეს. 2008 წელს ციხეში, სიმსივნით გარდაიცვალა.

ტობი მაგუაირი

mshoblebi

საიდუმლო: მამამისმა ბანკი გაძარცვა

"ადამიანი-ობობა" არასდროს აღიარებს, თუმცა მამაზე რამდენიმე წლის განმავლობაში საშინლად ნაწყენი იყო. როგორ უნდა ეთქვა ტაბლოიდებისთვის ის, რომ მამამისი ორი წლის განმავლობაში ციხეში ბანკის ძარცვის გამო იჯდა, როდესაც პრესაში ტობის "დანაშაულებთან მთავარ მებრძოლს" უწოდებდნენ.
1993 წელს მსახიობის მამას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ კუჭის კიბო ჰქონდა. სასოწარკვეთილებამ და გაჭირვებამ, თან ამ დროს კაცს ორ პატარა ძმისშვილზეც უნდა ეზრუნა, ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა. თუმცა, ძარცვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია იმასთან შედარებით, რაც გააკეთა. საკუთარ რაიონში, ბანკში მოლარეს უთხრა: "ფული არ მაქვს, კიბოთი ვკვდები". ბანკის თანამშრომელი შოკირებული იყო და ფული პაკეტში ჩააწყო. თუმცა, მან ეს თანხა სახლში ვერ წაიღო, რადგან პოლიცია იქვე, ზღურბლზე ელოდა.

ოპრა უინფრი

mshoblebi

საიდუმლო: შვილი 14 წლის ასაკში გააჩინა

ჟურნალ Forbes-ის თანახმად, "ყველაზე გავლენიანი ქალი" ოცი წლის განმავლობაში მალავდა, რომ დედა 14 წლის ასაკში გახდა. ვინ იცის, ეს ისტორია გამჟღავნდებოდა თუ არა, ტელეწამყვანის დისთვის პრესას 19 ათასი დოლარი რომ არ გადაეხადა.
პატარა ოპრას მშობლების განქორწინება ძალიან ადარდებდა. როდესაც დედამ "ახალი მამა" გააცნო, ბრაზს ვერ იკავებდა. ამბობდნენ, რომ კაცი ბავშვს ურტყამდა და სექსუალურადაც ძალადობდა. ამიტომ, ოპრა ხშირად გარბოდა სახლიდან და ღამეს ქუჩაში ატარებდა. 14 წლის ასაკში დაორსულდა. ბავშვი ნაადრევად დაიბადა და ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ მოხდა. შოკირებული ვიყავი დის ღალატით. მან ზურგში დანა ჩამარტყა. მეჩვენებოდა, რომ ყველა ჩემკენ გამოიშვერდა თითს და განხილვას დაიწყებდნენ. მაგრამ, არავის არაფერი უთქვამს. გაოცებული ვიყავი..." - თქვა ტელეწამყვანმა.

ვუდი ალენი

mshoblebi

საიდუმლო: საკუთარ გერზე დაქორწინდა

"ჩემი ბედნიერება და წყევლა" - ასე უწოდა ვუდი ალენმა 1992 წელს გამჟღავნებულ სკანდალს. ერთ დილით რეჟისორის მეუღლემ მია ფეროუმ საწერი მაგიდის უჯრაში მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის შიშველი ფოტოები იპოვნა. შოკირებულმა ქალმა სასწრაფოდ მზრუნველთა საბჭოს დაურეკა.
"ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ასე კარგად არც ერთ ქალთან მიგრძვნია თავი" - თქვა 62 წლის რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მისივე თქმით, მას ერთი ნახვით შეუყვარდა ახალგაზრდა კორეელი ქალი, სუნ-ი. მას შემდეგ, რაც რეჟისორმა უამრავი შეურაცხყოფა და დამცირება გადაიტანა საზოგადოების მხრიდან, დაელოდა, ვიდრე გოგონა სრულწლოვანი არ გახდა და 35 წლით ახალგაზრდა ქალი შეირთო ცოლად. მათ 1997 წლის 23 დეკემბერს ვენეციაში იქორწინეს და მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ. მათ ორი გოგონა იშვილეს და ზრდიან.

ლუსი ლიუ

mshoblebi

საიდუმლო: 11 წლისა ქარხანაში მუშაობდა
როდესაც რეჟისორმა სერიალში "ელი მაკბილი" როლისთვის მას მოსთხოვა, რომ სასწრაფოდ უნდა ესწავლა ინგლისური ენა, ქალს არ შეშინებია, რადგან ცხოვრებაში შრომას მიჩვეული იყო.
მომავალი ვარსკვლავი მშობლები ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდნენ ემიგრაციაში. თავიდან თავი ძლივს გაჰქონდათ. სიღარიბის დასაძლევად გოგონა პიჟამების ქარხანაში წაიყვანეს სამუშაოდ.
"მხოლოდ 11 წლის ვიყავი და ზრდასრული ადამიანივით ვმუშაობდი. საღამოობით ძლივს მივდიოდი საწოლამდე, ხოლო დილით ძალიან ადრე ვდგებოდი, რომ სახლში ორი დოლარი მიმეტანა", - იხსენებს ლუსი ლიუ.

29634
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ტოტო
2
ასეთი ბიოგრაფიის ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები,რომ თავი დაიმკვიდრონ,ხოლო თუ ნიჭიც აქვთ,მაშინ დიდ წარმატებებს ახწევენ.
03:36 / 11-05-2021
მსგავსი სიახლეები