“მთავარი არხის“ ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს, კამერამ ნიკა მელიასა და მისი 6 წლის ვაჟის შეხვედრის ემოციური კადრები დააფიქსირა. ნიკა მელია ჟურნალისტების წინაშე კომენტარს აკეთებდა, როცა მისი შვილი სადარბაზოდან გამოიქცა და მამას ჩაეხუტა.
ბიჭუნა მამასთან შესახვედრად ოთხფეხა მეგობართან ერთად გამოვიდა. ნიკასთვის შვილის გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა. ცოტა ხნით მიკროფონს მოშორდა და შვილს ჩაეხუტა."არ გაცივდე, გენაცვალე, მოვალ ახლავე" - უთხრა შვილს და კვლავ ჟურნალისტებს მიუბრუნდა.
ნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა