როგორც ჩანს, საკმაოდ მტკივნეული განშორების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი თავის ერთ-ერთ მთავარ სიყვარულს დაუბრუნდა, რომელსაც 17 წლის წინ დაშორდა. წყვილი ერთი კვირის წინაც შენიშნეს ერთად, ახლა კი ბენის კერძო თვითმფრინავით კურორტ მონტანაზე გაემგზავრნენ.
ამ პერიოდში ბენიც დაშორებულია კუბელ მსახიობ ანა დე არმასს, ხოლო ჯეი ლომ სულ ცოტა ხნის წინ გაწყვიტა კავშირი ალექს როდრიგესთან, რომელიც გამუდმებით ღალატობდა.
ამბობენ, რომ ჯეი ლოს ძალიან მოსწონს ბენთან ყოფნა. ცნობისათვის, ისინი 2002 წლიდან ხვდებოდნენ, მერე ნიშნობის შესახებაც გამოაცხადეს და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილადაც მიიჩნეოდნენ. თუმცა 2004 წელს მაინც დაშორდნენ...
ამ პერიოდში ბენმა მოასწრო ჯენიფერ გარნერზე დაქორწინება და განქორწინება. მას სამი შვილი ჰყავს. ჯეი ლოს კი მარკ ენტონისთან ქორწინებაში შეეძინა ტყუპი.