რას ველით სტუდენტობის წლებისგან? აბიტურიენტები იმ მხიარულ და თავბრუდამხვევ სტუდენტურ ცხოვრებას, რის შესახებაც მათ მშობლები ან უფროსი მეგობრები უყვებიან; მშობლები კი - კარგ განათლებას და დასაქმების რეალურ შანსებს. ამ ყველაფერს დღესდღეობით აბიტურიენტებს ბევრი უნივერსიტეტი სთავაზობს.
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, პრაქტიკოსი ლექტორები, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, აქტიური აკადემიური ცხოვრება, კონფერენციები, ფორუმები, სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები - ესაა ის, რაც ერთიანობაში სტუდენტებს არა მხოლოდ მომავალი სამსახურებისთვის, არამედ - ზოგადად, ცხოვრებისთვის ამზადებს.
„სწორედ ესაა ჩვენი პრიორიტეტიც: დავეხმაროთ სტუდენტებს როგორც ორგანიზებული ცოდნის მოპოვებაში, ისე ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში, რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის სურვილი“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია.
აღსანიშნავია, რომ ამ მიზნებისთვის CIU-ში თეორიულ სწავლებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკულ კომპონენტსაც.
პრაქტიკის კომპონენტი აქტიურია მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზეც. „ღვინო მიწიდან სუფრამდე“ კონცეფციით სტუდენტები 4 წლის განმავლობაში სწავლობენ ვაზების ჯიშებს; ვენახის დაგეგმვას, მოვლასა და მართვას (ამ მიმართულების პრაქტიკული ნაწილისთვის სტუდენტებს უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი კომპანიების ვენახებში მუშაობა შეუძლიათ); ლაბორატორიულ კვლევებსა და შემოწმებებს; ღვინის ხარისხის მართვას; საერთაშორისო ტენდენციებს; დეგუსტაციას და პროცესში შემავალ თითოეულ მნიშვნელოვან სხვა კომპონენტს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუდენტის ჯანსაღი ხედვის ჩამოყალიბებაში დიდ როლს სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესი თამაშობს. ამისთვის CIU-ში სპორტი პროფესიონალურ დონეზეა აყვანილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტის გუნდები კალათბურთის, ფუტსალის და ფრენბურთის მიმართულებით.
საკალათბურთო გუნდი „კავკასია“ საქართველოს ჩემპიონატის „ა“ ლიგაში ასპარეზობს და სუპერ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.
კსუ-ს ფუტსალის გუნდმა, გასული სეზონის შედეგების მიხედვით, რანგით უმაღლეს, ფუტსალის ლიგაში მოიპოვა ადგილი და მიმდინარე სეზონში უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის.
სწავლისა და სპორტის პარალელურად, უნივერსიტეტში აქტიურად მუშაობს კარიერული განვითარების სამსახური. განსაკუთრებით საბაკალავრო პროგრამის ბოლო წელს დეპარტამენტი აქტიურად არის ჩაბმული თითოეული სტუდენტისთვის დასაქმების ხელშეწყობაში.
ასე რომ, თუკი აბიტურიენტი ხარ და მზად ხარ ცხოვრებისგან ახალი გამოცდილებების და თავგადასავლების მისაღებად, მაშინ აუცილებლად აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 115 პირველ ნომრად; მიიღე სტიპენდია და ლეპტოპი პირველივე სემესტრიდან, გაატარე საუკეთესო სტუდენტობის წლები, ისწავლე პროფესიონალი პრაქტიკოსი ლექტორებისგან და დასაქმდი შენი პროფესიით!
უნივერსიტეტის სხვა მიმზიდველი შემოთავაზებების სანახავად კი ეწვიე ბმულს. https://ciu.edu.ge/uploads/images/pdf/ciu-cnobari.pdf