თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილის შვილს სკოლასთან სქროლით ახალგაზრდები დაეჯახნენ - "გადავრჩით, რომ მძიმე დაზიანება არ აქვს"
თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილის შვილს სკოლასთან სქროლით ახალგაზრდები დაეჯახნენ - "გადავრჩით, რომ მძიმე დაზიანება არ აქვს"
როგორც ცნობილია, თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი 4 შვილის მშობლები არიან. დღეს მათ ქალიშვილს სქროლზე ამხედრებული ახალგაზრდა დაეჯახა და ბავშვს მსუბუქი დაზიანებები აქვს.

თაკო ამბავს სოციალურ ქსელში ავრცელებს ბავშვის ფოტოსთან ერთად:

"ეს არის ლიზა, 9 წლის, ჩემი შვილი. სკოლასთან ტროტუარზე იდგა და დაეჯახა ორი, სქროლზე ამხედრებული, ახალგაზრდა! გადავრჩით, რომ მძიმე დაზიანება არ აქვს. საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, მაინტერესებს გარდა იმისა, რომ 9 სააათზე მკაცრად, ცხვრებივით გვერეკებით სახლებში, რაიმე წესი, კანონი, რეგულაცია არსებობს ჩვენთვის, ფეხით მოსიარულეებისთვის? თუ ასე უნდა იჯლიგინონ ტროტუარებზე
გიჟებივით სკუტერებმა, სქროლებმა, მანქანებმა და ამასაც შევეგუოთ?"

აღშფოთებული მეგობრები თაკოს კომენტარებში ამხნევებენ:

  • "სერიოზული პრობლემაა ეგ და აუცილებლად არის დასარეგულირებელი... სკუტერებისთვისაც და ველოსიპედებისთვისაც. ერთიც და მეორეც ძალიან კარგია, მაგრამ ქვეითების გზებზე არ უნდა მოძრაობდნენ, უკონტროლოდ."
  • "ვაიმე, თაკო... ეს რა დღეშია ბავშვი.... უფლის წყალობით ჯანმრთელად გყავდეს. ეგებ ცოტა გაანძრიონ ჩლუნგი ტვინები"
  • "მთავარია კარგადაა და სერიოზული არაფერია. სრული განუკითხაობაა".
  • "მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ... მეც ძალიან ბევრ ცუდ სიტუაციას შევსწრებივარ იგივე პრობლემის გამო...
  • უკვე აბსურდში გადადის მთლიანად ეს ყველაფერი".
mshoblebi
თეკლა ჟვანია
57045
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
მანჩო
0
რა კარგი და ლამაზი ოჯახია, ღმერთმა ულევი სიკეთე და სიხარული მოგცეთ! მიხარია თქვენი დანახვა!
09:33 / 15-05-2021
ექსპერტი
3
მანდამაინც უნდა ვინმე შეიწირონ, რომ ჩვენმა მთავრობამ ყური გამოიბერტყოს და რაღაც რეგულაციები დააწესონ სქროლებთან დაკავშირებით. გიჟებივით დაქრიან ტროტუარზე. უკვე მერამდენე შემთხვევავაა. კალაძე ქართველები ავსტრიელები კი ნუ გონია, რპმლებიც მშვიდად ატარებენ სქროლებს. დაიცავით ფეხით მოსიარულეების უფლებები.
05:02 / 15-05-2021
მსგავსი სიახლეები