თუკი აბიტურიენტი ხარ და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებ, ალბათ გაინტერესებს, დაფინანსების რა ვარიანტებს გთავაზობენ თავად უნივერსიტეტები გარდა სახელმწიფო გრანტისა.
მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) შეთავაზებებს და შენთვის მორგებული საუკეთესო მოდელი ამოარჩიო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მოტივაციაზე პირველივე სემესტრიდან ზრუნავს. აკადემიურ მოსწრებაზე, ქულებსა და აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
CIU- ში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, მხოლოდ აკადემიურ ცხოვრებაში არ გამოიხატება. პროგრამის დასრულებამდე, წლების განმავლობაში ახალგაზრდები აქ პროფესიულ ცოდნასთან ერთად, იმ უნარებსაც იძენენ, რომელიც საჭიროა დასაქმებისთვის და, ზოგადად, თვითრეალიზაციისთვის.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, დავეხმაროთ სტუდენტებს როგორც ორგანიზებული ცოდნის მოპოვებაში, ისე ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში, რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის სურვილი“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია.
ახალი წარმატებებისთვის ბრძოლის სურვილი კი შიდა დაფინანსების სხვადასხვა მოდელებითაა გამყარებული. სტუდენტები, რომლებიც მაღალ აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ, შემდეგი სემესტრიდან სემესტრული საფასურის 100, 50 ან 20%-იან სტიპენდიას მოიპოვებენ.
მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, კი მიიღებ ან 100 ლარიანი ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში ან ლეპტოპს.
ზემოთ აღნიშნული შეღავათების გარდა CIU-ში მოქმედებს ოქროს ან ვერცხლის მედალოსნებისთვის განსაკუთრებული პირობები
თუკი სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრე, CIU ამას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს. ოქროს მედალოსანი სტუდენტები 20%-იან, ვერცხლის მედალოსანი სტუდენტები კი - 10%-იან დაფინანსებას მოიპოვებენ, მისი შენარჩუნება შემდეგი წლიდან კი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.
CIU-ში დაფინანსების თითოეული მოდელი სტუდენტთა საჭიროებების მიხედვითაა შემუშავებული. ერთ-ერთი პრიორიტეტი გადახდის მოქნილი სისტემაა, რაც გულისხმობს გადახდას სტუდენტზე მორგებული გრაფიკით.
CIU-ს ფაკულტეტებისა და საბაკალავრო პროგრამების სანახავად კი ეწვიეთ ბმულს - https://ciu.edu.ge/uploads/images/pdf/ciu-cnobari.pdf