მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი ახლახან შეუღლდნენ. გოჩამ ნუკა პირველად ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" შენიშნა და დანახვისთანავე მაგნიტივით მიიზიდა, თუმცა კარგა ხნის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონიათ - უბრალოდ, სოციალურ ქსელში ერთმანეთი მეგობრების სიაში ჰყავდათ, სანამ გოჩამ გამბედაობა არ მოიკრიბა და ნუკას მესიჯი არ მისწერა... რეალურ ცხოვრებაში შეხვედრისთანავე, აეროპორტში მან ნუკას ხელი სთხოვა...
გადავწყვიტეთ, შეყვარებული წყვილისთვის გამოცდა მოგვეწყო - გაგვერკვია, ერთმანეთს კარგად იცნობენ თუ არა: მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იმავე შეკითხვები დავუსვით...
- ამას რა დამავიწყებს?! პირველი, რაც მომწერა და რამაც გამაღიზიანა, ეს ტექსტი იყო: პირსინგების გარეშე უფრო კარგად გამოიყურებიო. ვუპასუხე - ეს ჩემია. შენ რა გინდა? მიყურე, მიყურე, ვერ მოითმინე და მომწერე-მეთქი (იცინის)?..
გოჩა:
- დაახლოებით ასეთი ტექსტი მივწერე: ლამაზი გოგო ხარ, გაკვირდები. უბრალოდ, პირსინგები რომ მოიხსნა, უკეთესი იქნები-მეთქი. ზრდილობიანად, მეგობრულად, უცბად ამიხსნა, პირსინგების მიღმა როგორი ადამიანი იმალება...
- ადამიანები ერთმანეთთან "70 საათი" რომ ლაპარაკობთ, ხვდები, რომ ეს უბრალოდ მოკითხვა არაა. სულელი ბავშვები ხომ არ ვართ? გამოტყდომა და მსგავსი რაღაცები არ გვქონია.
გოჩა:
- ყოველდღე ყველანაირ თემაზე ვსაუბრობდით: ჯერ 5 საათის განმავლობაში, შემდეგ - 7, 8... სიტუაცია 24/7-ზე საუბრის სახეს რომ იღებს, უკვე ყველაფერი ნათქვამია. ჩემი აზრით, "სიყვარული" უბრალო სიტყვაა იმ გრძნობასთან შედარებით, რასაც 2 შეყვარებული ადამიანი ერთმანეთის მიმართ გრძნობს. ნუკაც ასე ფიქრობს. საჭირო არ გამხდარა, რომ ერთმანეთისთვის "მიყვარხარ" გვეთქვა, - ყველაფერი ნათელი იყო.
- როცა ხელი მთხოვა. ქორწინებას ვგეგმავდით, მაგრამ კონკრეტულად როდის, არ ვიცოდით. უბრალოდ, ამას საქართველოში მისი ჩამოსვლისთანავე (გერმანიაში ცხოვრობდა) არ ველოდი. ინტერნეტში ვიდეოც დევს - ხელი რომ მთხოვა, რა გაოგნებული სახით ვიყურებოდი (იცინის).
გოჩა:
- მასთან საუბრის პირველივე დღიდან მივხვდი: 5-6 საათი ვილაპარაკეთ და ისეთი გრძნობა დამეუფლა, როგორსაც მთელი ცხოვრება ველოდი. ჩემს გულს კუპიდონის ისარი კი არა, გულში დიდი შუბი მოხვდა (იცინის)... ვფიქრობ, რომ ნუკაც მალევე მიხვდა.
- საქართველოში ჩამოსვლამდე ვიდეოზარით საუბრისას "მამას" ეძახდნენ. დღემდე ისეთი ურთიერთობა აქვთ, რომ ბავშვები მე აღარ მკოცნიან და მეფერებიან იმდენს, რამდენსაც მას. რაღაც, ეს არ მომწონს: მე ხომ ეგოისტი დედისერთა ვარ, არა (იცინის)? ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
გოჩა:
- ნუკას შვილებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მანამდეც ვიდეოზარით საუბრისას მათგან ისეთ გულთბილ დამოკიდებულებას, ენერგიას ვიღებდი, რომ მინდოდა, ტელეფონში შევმძვრალიყავი (იცინის). საქართველოში რომ ჩამოვედი, ბავშვები ფეხშიშველები გამოცვივდნენ და ჩამეხუტნენ. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს 24 წლის განმავლობაში შვილები ნანახი არ მყავდა, ეიფორიაში ვიყავი... განაგრძეთ კითხვა