რამდენიმე სკოლაში უკვე დაირეკა ბოლო ზარი მეთორმეტეკლასელებისთვის. მომავალ სტუდენტებს მშობლები სოციალურ ქსელში ულოცავენ ცხოვრების ამ დიდი ეტაპის დასრულებას.
მომავალი სტუდენტია გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის უმცროსი ვაჟი ივა. როგორც ნინოს პოსტიდან ვიგებთ, მასთან ერთად დაამთავრა სკოლა მისმა ბიძაშვილმა, ნინოს ძმიშვილმა საბა ნადირაძემ. ექიმი და ტელეწამყვანი ორივეს ერთად ულოცავს სკოლის დასრულებას:
"მომავალი პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი და მომავალი კიბერუსაფრთხოების ასი, ჩემი ოქროსმედალოსანი ძმიშვილი საბა ნადირაძე".