ლევანიკო სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ერთ-ერთი აქტუალური პერსონაჟია, რომელზეც ხშირად საუბრობენ. ბიჭი, რომლის დედაც 5 შვილის ძიძაა, თუმცა თავისი შვილი ვერ აღზარდა კარგად, საეჭვო წარსულისა და რეალობის მქონე ალფონსი, უსაქმური - ამ და სხვა ეპითეტებით ამკობენ ხოლმე ლევანიკოს გმირს.
მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, რომელიც ამ როლს ასრულებს, 27 წლისაა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:
"- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...არქიტექტორი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აზრი შევიცვალე და მსახიობი გამოვედი. ამ ცვლილებას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია. ეს არ მომხდარა არც რომელიმე სპექტაკლის, არც რომელიმე მსახიობის გამო. სხვათა შორის, არქიტექტურა დღემდე ძალიან მიზიდავს. ხატვა მიყვარს.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ..."ჩემი ცოლის დაქალებში" გამოსვლა იყო.
- ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას, ოჯახის სხვა წევრებს და არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ოჯახისგან ყოველთვის ყველაზე დიდ თანადგომასა და გულშემატკივრობას ვგრძნობ. ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნანუკა ხუსკივაძეს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ბებია მსაყვედურობს, - მოსწიე, მოსწიე, ბევრი მოსწიეო (იცინის). "ჩემი ცოლის დაქალებს" რომ უყურებს, იმასაც მეუბნება, - რატომ იგინებიო?
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ზოგადად, სიკეთის კეთება ძალიან მაბედნიერებს. ამ შემთხვევაში ჩემს ფანტაზიას დიდ გასაქანს მივცემდი და ყველას რაც ძალიან უნდა, იმ სურვილს შევუსრულებდი, გავახარებდი. საჩუქრების გადაცემის მომენტში მათზე ბედნიერი ვიქნებოდი.
- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...
- ...ეს დედაა. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყოველთვის დავუჯერო".