იტალიის პრინცესა სრულიად შემთხვევით გახდა გოგონა, რომელსაც აქამდე თამამი ფოტოების გარდა არაფრით გამოუჩენია თავი. არც ტიტული ჰქონია და არც განსაკუთრებული აღზრდა-განათლება მიუღია. ელეგანტური და კლასიკური სამოსის მაგივრად კი მთელი ცხოვრება ჰუდებსა და ბოტასებში აქვს გატარებული.
ვიტორია სავოისკაიას ინსტაგრამზე 43 ათასი გამომწერი ჰყავს, კომენატერებშიც ძირითადად, გასართობ თემებს განიხილავს. მისი ამბავი საოცრად ჰგავს ფილმ „პრინცესას დღიურების“ გმირის ისტორიას, როცა გოგონა ერთ მშვენიერ დღეს პირველად იგებს, რომ სამეფო ოჯახს მიეკუთვნება.
სამეფო ოჯახი იტალიიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განდევნეს და მხოლოდ 2002 წელს შეძლეს დაბრუნება. ფაქტობრივი ძალაუფლება მათ არ გააჩნიათ, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობენ და ქველმოქმედებასაც ეწევიან. იტალიის უკანასკნელი მეფის ვაჟმა ვიქტორ ემანუერ სავოისკიმ ძალიან სარისკო და პროვოკაციული გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე იტალიურ მონარქიაში სამეფო გვირგვინი მხოლოდ ვაჟების ხაზით გადაეცემოდა. ამჯერად 84 წლის სამეფო მემკვიდრემ ამ ტრადიციის შეცვლა გადაწყვიტა. ახალი ბრძანებით, სამეფო გვირგვინის მფლობელი ავტომატურად ხდება უფროს შვილი სქესის მიუხედავად.
„ბაბუმ კარგი საჩუქარი გამიკეთა“ - ასე შეაფასა ტახტის მემკვიდრემ ეს სიახლე. თუმცა ეს ამბავი ყველას არ გახარებია. ტახტის რიგში ოჯახის წევრები წლობით დგანან და ამისთვის დაბადებიდან ემზადებიან. ვიტორიას მამა ამბობს, რომ მათი ნათესავები აოსტების ოჯახიდან ამ შესაძლებლობას მთელი საუკუნე ელოდნენ. ვინაიდან თავად ვაჟი არ ჰყავდა, აოსტებს ტიტული გარანტირებული ეგონათ, მაგრამ მათ გზაზე ნორჩი ინფლუესერი გადაეღობათ. პრინცესას მამის განცხადებით, ნათესავები განაწყენდნენ და გაბრაზდნენ.
ვიტორია კი დიდ ენთუზიაზმს იჩენს და უკვე იტალიაში მონარქიის აღდგენაზეც ალაპარაკდა. მართალია, იტალიელებს დიდად არ ხიბლავთ ინსტაგრამის ვარკვლავის გადედოფლების იდეა, თუმცა ვიტორია ამბობს: „იტალიელები არც ისე პროგრესულები არიან, თუმცა ყველაფერს ისწავლიან“. ბევრმა ეს ერთგვარ მუქარად აღიქვა.