40 კვირის ორსული ანკა ვასაძე კიბეებზე ენერგიულად დაქრის - მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია (ვიდეო)
როგორც ცნობილია, მსახიობი და წამყვანი ანკა ვასაძე მეორე შვილს ელოდება და საკმაოდ აქტიური ორსულია.

ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ ექიმების მხრიდანაც, რომ ორსულობა ავადმყოფობა არ არის და ქალებს ურჩევენ, უფრო აქტიურები იყვნენ და მეტად მშვიდად და თამამად შეხვდნენ ამ მდგომარეობას. მითი იმის შესახებ, რომ ორსულობის დროს ზედმეტად არ უნდა გაინძრე, არ აწიო ხელები, არ იცეკვო, არ ივარჯიშო და ა.შ. - დიდი ხანია თანამედროვე ორსულებმა დაანგრიეს და მათ შორის ანკა ალბათ ერთ-ერთი პირველია. ხშირი ფოტოსესიები, ცეკვა და მხიარულება, აქტიური ცხოვრების წესი ანკას მთელ ორსულობას გასდევს. ამჯერად კი, 40
კვირის ორსულმა, კიბეებზე მხიარულად ჩაირბინა და ბევრი ადამიანი გააოცა ამითაც. 
mshoblebi
ანკას სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე, რომელიც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. რასაკვირველია, ამ დღეს მასთან ერთად იყვნენ ასევე მისი ორსული მეგობრები - რუსკა მაყაშვილი, მაკო კვიტაიშვილი და თინანო წულაძე.
mshoblebi

altცნობილი ორსულების - ანკა ვასაძის, რუსკა მაყაშვილისა და თინათინ წულაძის მხიარული ცეკვა (ვიდეო)


7136
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
mira
1
რა საყვარ;ები ხართ ყველა. ღმერთმა ბევრი ბედნიერი ოსრული მისცეს ამ სამყაროს, გვწირდება ჯანსაღი მომავალი.
12:27 / 18-05-2021
მსგავსი სიახლეები