როგორც ცნობილია, მსახიობი და წამყვანი ანკა ვასაძე მეორე შვილს ელოდება და საკმაოდ აქტიური ორსულია.
ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ ექიმების მხრიდანაც, რომ ორსულობა ავადმყოფობა არ არის და ქალებს ურჩევენ, უფრო აქტიურები იყვნენ და მეტად მშვიდად და თამამად შეხვდნენ ამ მდგომარეობას. მითი იმის შესახებ, რომ ორსულობის დროს ზედმეტად არ უნდა გაინძრე, არ აწიო ხელები, არ იცეკვო, არ ივარჯიშო და ა.შ. - დიდი ხანია თანამედროვე ორსულებმა დაანგრიეს და მათ შორის ანკა ალბათ ერთ-ერთი პირველია. ხშირი ფოტოსესიები, ცეკვა და მხიარულება, აქტიური ცხოვრების წესი ანკას მთელ ორსულობას გასდევს. ამჯერად კი, 40 კვირის ორსულმა, კიბეებზე მხიარულად ჩაირბინა და ბევრი ადამიანი გააოცა ამითაც.
ანკას სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე, რომელიც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. რასაკვირველია, ამ დღეს მასთან ერთად იყვნენ ასევე მისი ორსული მეგობრები - რუსკა მაყაშვილი, მაკო კვიტაიშვილი და თინანო წულაძე.
ცნობილი ორსულების - ანკა ვასაძის, რუსკა მაყაშვილისა და თინათინ წულაძის მხიარული ცეკვა (ვიდეო)