40 ბიძაშვილ-მამიდაშვილი, ექსტრემალური სპორტისადმი ლტოლვა და სიმღერა - საინტერესო ამბები ახალ "მის სამყაროზე"
40 ბიძაშვილ-მამიდაშვილი, ექსტრემალური სპორტისადმი ლტოლვა და სიმღერა - საინტერესო ამბები ახალ "მის სამყაროზე"
"მის სამყაროს" ტიტულის მორიგი მფლობელი 26 წლის მექსიკელი ანდრეა მეზა გახდა. გოგონა, 73 პრეტენდენტი ჩამოიტოვა და გაიმარჯვა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ანდრეაზე.

გოგონას მექსიკურ-ჩინური ფესვები აქვს. მექსიკის ქალაქ ჩიხუახუაში დაიბადა, ორი მცროსი და ჰყავს და ასევე 40 ბიძაშვილ-მამიდაშვილი! 
mshoblebi
უმაღლესი განათლება აქვს მიღებული პროგრამული უზრუნვეყოფის კუთხით, 2017 წელს დაამთავრა ჩიხუახუას უნივერსიტეტი ინჟინერ-პროგრამისტის სპეციალობით და დამთავრების შემდეგ პროფესიით მუშაობაც დაიწყო.

გარდა ამისა, სერთიფიცირებული ვიზაჟისტი და მოდელია. სამოდელო კარიერა 2016 წელს დაიწყო. შემდეგ გახდა "მის მექსიკა" და "მის მსოფლიოზე" მექსიკას წარმოადგენდა 2017 წელს.
მაშინ ვიცე-მისი გახდა. 

ანდრეა ქალთა უფლებებისთვის იბრძვის, ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდის. გატაცებულია ექსტრემალური სპორტით, მაგალითად, კლდეზე ცოცვით და სენდბორდინგით. ვეგეტარიანელია და კიდევ, უყვარს სიმღერა. 
mshoblebi
მას საკუთარი სპორტული სამოსის ბრენდა აქვს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გათხოვილი არ არის და მისი მიჯნურის შესახებაც არაფერია ცნობილი. 

398
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები