"ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე? ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!"
"ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე? ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!"
ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე... ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?! - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის პიკი გადავლილია.

„ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო არ დაკარგა. აი, ეს კითხვა მაქვს, რა ვთქვა აღარ ვიცი... ქეიფს რატომ უნდა შესწირო, შენი ახლობლის სიცოცხლე?!

პიკი გადავიარეთ, ბევრი ღლიცინებს
ამ პიკზე, მაგრამ ვისაც გაუვლია ეპიდემიოლოგიის პატარა კურსი, იცის, რომ ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგიური ტერმინია“, - განაცხადა იმნაძემ.

მანვე მასობრივ ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება.

„მასობრივ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია აღარ იქნება. მაგალითად, ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება. ახლა გამოჩნდება, ვინ არის ანტივაქსერი“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ჩინურ ვაქცინებზე - „სინოფარმსა“ და „სინოვაკზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არ არის.

„ტრადიციულად, ტექნოლოგიური ტიპით დამზადებული ვაქცინაა. მთელი თურქეთი „სინოვაკითაა“ აცრილი. ასევე, ბუნებაში არ არსებობს ანალიზი, როდესაც ექიმი გეტყვის, ახლა შენი აცრა შეიძლება და ახლა არ შეიძლება. ეს ცუდი სარეკლამო „ტრიუკია“, - განაცხადა იმნაძემ.
730
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
არ დაიღალეთ?
0
უკონტაქტობა ყველაზე მეტად კლავს ადამიანს.! თქვენ ინფორმაციას კი არ აწვდით აშინებთ და აპანიკებთ!რაც ყოვლად მიუღებელია!მითუმეტეს ექიმმა უნდა იცოდეს რაა მოაქვს სტრესს და პანიკას ფსიქიურ დაძაბულობას მუდივ შიშს კორონათი არ დაიღუპოს ვინმე!აპანიკებთ !კუბოვიჩი რატომ შეგარქვეს..
22:26 / 20-05-2021
მსგავსი სიახლეები