"ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი..." - მაია დარსმელიძე მარინა ბერიძეს მხარს უჭერს
"ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი..." - მაია დარსმელიძე მარინა ბერიძეს მხარს უჭერს
მუსიკოსი მაია დარსმელიძე გადაცემა "ფარულ კონვერტში" მომღერალ რუსუდან მუმლაძის განცხადებას გამოეხმაურა. ქალბატონმა რუსუდანმა, რომელიც დღეს მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძის ყოფილი მეუღლის ცოლია, განაცხადა, რომ მას მარინა ბერიძემ დიდი ხნის განმავლობაში "ბლოკავდა". მაია დარსმელიძე თავისი პოსტით მარინა ბერიძეს უჭერს მხარს და აცხადებს, რომ ეს ბრალდება უსამართლობაა.

"ჩემთვის და ჩემი ძალიან არახანმოკლე მუსიკალური გამოცდილებისთვის თუნდაც ისაა საკმარისი, რომ ორი ათას ოცდა ერთ წელს კომუნისტური შემართებით და სადღაც გაუგებარ უსასრულობაში მიმართული ძაან იდუმალ/რომანტიული მზერით ნამღერი “ჩიტო-ჩიორა” მომკალით და ვერაფრით იქნება რამენაირად ღირებული. 
ხოო, თან
უკვე დასრულებული, ეგრეთწოდებული ფონოგრამის სახით აი ისეთი როა, როგორიც არის და ბოლომდე ფაქტობრივად ძალით რომ მოვისმინე.
ჰოდა, საპირისპირო აზრი ვინმეს თუ გაქვთ და თან პროგრესულობის პრეტენზია, მოიძიეთ, მოისმინეთ ეს მხოლოდ თარიღით “ახალი” ნაფტალინური მიდგომა და მეკამათეთ, თუ გინდათ. 
დაბლოკვას რაც შეეხება: ჩემი აზრით დაბლოკვა მაშინ ქვია, როდესაც რაღაც საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე და არა ამ დონის ძალიან ჩვეულებრივ ამბავთან, რომელიც ამ ძალიან მუსიკალურ ქვეყანაში, სადაც თითო ოჯახში, სადაც ერთი ბანტიანი გიტარა არსებობს, ასეთი ხმიან-სმენიანი მინიმუმ ერთი წევრი მაინც ჰყავთ.
ამაზეც მეკამათეთ, თუ გინდათ და მე სტატისტიკას გადავხედავ და ძაან გამეღიმება.
შენც მხოლოდ გაგეღიმოს ამ ყველაფერზე, მარინა, ძვირფასო! რადგან:
ბარეორი შეგეჯიბროს პროგრესულობაში (თან ნებისმიერ თემაში) -
ეტა რაზ;
ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ციფრებია და მთავარია შარმი, ქარიზმა, რომელიც ან გაქვს, ან ვერ იყიდი და აქაც შეგეჯიბრონ - გარეგნულადაც მილიონჯერ ჯობიხარ.
და არ ვიცი, ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ძალიან, ძალიან გავბრაზდი. როგორ ბედავენ და სადა ბანაობენ?!
ამდენი ათეული წლის ოჯახს რომ ანგრევ და კიდევ პრეტენზიას რომ გამოთქვამ რაღაც დაბლოკვაზე, რომელსაც თან არავითარ დაბლოკვად არ მივიჩნევ (და ზემოთ უკვე ავხსენი)...
ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა - დავმარხავდი და მადლობაც გითხრან, რომ შენს ყველა პლიუსთან ერთად სასწაულად ადამიანურიც ხარ!
მე ვინ მეკითხება, მაგრამ იმდენად მეკეტება უსამართლობაზე და იმდენად გავბრაზდი, რომ აი ასეთი პოსტის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. მარინა ბერიძე, მიყვარხარ".
11636
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
kato
1
შეეშვით რა ამ კაცების და ყოფილი ცოლების შეცოდებას და მეორე ცოლის თუ საყვარლის ლანძღვას, სულ ვიღაც გამოდის დამნაშავე და არა თვითონ წყვილი, რომელსაც 42 წელი ვერ გაუგია რა უნდა. არც ბერიძეა მუსიკის დედა და არც ახალი ცოლი ვარსკვლავი, მაგრამ ნუ ერევით და არჩევთ იმას, რაც არ იცით.
12:42 / 20-05-2021
ნინო
3
ან იმის თქმა რომ იციან მათ შორის უკვე იყო ბზარი,და ვითომ ამითი იმართლებენ თავს,ნებისმიერი მესამე პირი ცოლ-ქმარს შორის არის ხელისშემშლელი,
15:50 / 19-05-2021
მსგავსი სიახლეები