ახალგაზრდა ექიმი გიორგი ღოღობერიძე მის მიმართ გამოჩენილი სიკეთის გამო მადლიერების ნიშნად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. ექიმი ამბობს, რომ კვირაში ერთი დღე პაციენტებთან სახლში მივა და კონსულტაციას გაუწევს. ამის შესახებ გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს. ეს პოსტი იმ ამბის გაგრძელებაა, როცა გიორგის მანქანა გაუფუჭდა და მოპედის ქირაობა სურდა.
"წინა ჯერზე დავწერე, რომ უმანქანოდ ვარ-მეთქი, ალბათ 30-მდე ადამიანი გამომეხმაურა, ზოგმა მე თვითონ მიგიყვან-მოგიყვან უფასოდო, ზოგმა, ჩემს მოპედს გათხოვებო, ზოგმაც - ჩემით ტაქსს გიქირავებო. რამდენიმე წუთის წინ, გამიკვირდა, მაგრამ პატრულის თანამშომელიც დამიკავშირდა, ახალნაყიდი მანქანა მყავს, მაგრამ მოიხმარე, რამდენ ხანსაც გინდოდესო.
არ ვიცი… რა თქმა უნდა, ვერ ვისარგებლებდი ჩემი ცნობადობით ან იმ ფაქტით, რომ ექიმი ვარ და უარი ვუთხარი ყველას, მაგრამ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
სიკეთე სიკეთეს იწვევს… ჰოდა, როგორც კი ჩემი მანქანა დამიბრუნდება ჯანმრთელად და ბედნიერად, ახალ კამპანიას წამოვიწყებ, ეს იქნება ექიმი სახლში. კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ და გვერდში დაგიდგებით. ეს სანამ კლინიკა გაიხსენება და მერე, დანარჩენიც," - წერს გიორგი ღოღობერიძე. რა თქმა უნდა, მის ამ ინიციატივას უამრავი ხალხი გამოეხმაურა და როგორც ყოველთვის, გულითადი მადლობები მიიღო.
"დიდი სურვილი მაქვს, თქვენი დედის საფლავზე მივიდე, დიდი თაიგულით და მადლობა მოუხადო ასეთი რომ გაგზარდათ" "გიო, გელოდები ჩემთანაც, გპირდები, აქ არ დავიწყებთ მედიცინაზე საუბარს. დაგათვალიერებინებ ჭიათურას, რომ აქ მაინც დაისვენო რამოდენიმე საათით" "გიორგი, ახლავე ჩამწერე, ძალიან საჭირო ხარ ჩემი ოჯახისთვის. როგორ გამიხარდა" "ჩემო თბილო ბიჭო ღვთის წყალობით ექიმი არ გვინდა მაგრამ დასასვენებლად მოდით" - წერენ ინყტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.