მუსიკოსი და ხმის ინჟინერი გიორგი (გვაჯი) გვარჯალაძე მამა გახდა. ემოციური სტატუსი სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
"Lenø, მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა. სამშობიარო ბლოკის ფანჯარასთან სულ ორი ადამიანი იყო - ლულუ და კარლო, შენი დიდი ბებო, ნათელა, კი ტელეფონში ლექსებს იძახდა. მარიკომ ისე შეასრულა, 100-ჯერ მეტად შემიყვარდა. მიხარია, რომ შენც მოასწარი მარიკოს შეყვარება. ყველამ ვისწავლეთ სიყვარული, მაგრამ შენ აღარ ხარ...
აუჰ, შენ იქნებოდი ლევანის მთავარი მეგობარი, შენს ხელში აიდგამდა ფეხს, ისწავლიდა ხატვას, ხმებში სიმღერას. რომ გაიზრდება შენს Apple Music-ს მივცემ, თან ავუხსნი, რომ შენ დაუთმე. ახლა ჩემი და შენი ტანსაცმელი მისიც გახდება და თან ეცოდინება, რომ შენი სხეულის სითბოს ატარებს. გილოცავ, თუ სადმე ხარ, მიყვარხარ და მენატრები მა“ - წერს მუსიკოსი.
"გვაჯის" ცხოვრებაში 2019 წელი ტრაგიკული აღმოჩნდა. მისი და ტელეწამყვან ლულუ კახიანის საერთო შვილმა ლენო გვარჯალაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
მუსიკოსს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს. მეორე ქორწინებაში ლულუ კახიანთან ორი გოგონა ლენო და ნინი. ლულუსა და გვაჯის დაშორების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა.
მუსიკოსის ახლობელი გვიყვება, რომ "გვაჯი" და მარიკო თურმან მიქელაძე უკვე წლებია ერთად არიან. განაგრძეთ კითხვა