პეტრე კოლხი, რომლის ერთ-ერთმა შვილმა გუშინ სკოლა დაამთავრა, ამ დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს თავის ვაჟს:
"დაჩი რომ დაიბადა, სკოლაში ვასწავლიდი... ნინო სამშობიაროში წავიყვანეთ... დილისკენ გაჩნდა... სკოლაში დამაგვიანდა. პირველი გაკვეთილი გაცდა. გაუკვირდათ, არასდროს ვაცდენდი. ნახევრად მძინარე მივედი... პაატა მასწ, დამესივნენ ბავშვები, რატომ გაგვიცდინე გაკვეთილი, ხომ მშვიდობა გაქვთ. ჩემი შვილი, დაჩი გაჩნდა და საპატიო მოზეზი მქონდა-მეთქი...
ლამის ჰაერში ამიტაცეს... ყველაზე რთული და დაუდგრომი იყო მეექვსე კლასი... მეორე დღეს მომადგა კლასის "ლიდერი”... სახელს არ ვიტყვი, თავად მიხვდება... დაჩის ვუყიდე და მიუტანეო. კბილის ჯაგრისი გამატანა დაჩისთან...
დღეს სკოლა დაამთავრა დაჩიმ... მთავარია ადამიანი იყოს, ღირსეულად იცხოვროს... იგივეს ვუსურვებ ყველას შვილს!.."