ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელი 19 იანვარს დაიბადა და სულ რამდენიმე დღის წინ გახდა 4 თვის. მისი ფოტოები ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელმა გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:
"იოანე და ბაგრატი უყურებენ ესპანეთის ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო ფინალურ მატჩს, იოანეს საყვარელი ესპანური გუნდი Atlético de Madrid.
ესპანეთის საფეხბურთო გუნდის მადრიდის ათლეტიკოს ვეტერანმა ფეხბურთელმა Juan Carlos Pedraza-მ საჩუქარი გამოუგზავნა ბაგრატს და იოანეს, მაისურები ათლეტის თანამედროვე გუნდის ყველა ფეხბურთელის ხელმოწერით".
ბიოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების პირველი ვაჟი საქართველოში დაიბადა.
ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახის წევრია, ისევე როგორც, ესპანეთის და საფრანგეთის ბორბონების, გერმანია-ბავარიის ვიტელსბახების და ავსტრიის ჰაბსბურგების ევროპული სამეფო დინასტიების შთამომავალი.