ალბათ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც კუმირი არ ჰყავს. დაბადების დღეების გადახდა პატარა იუბილარის საყვარელი პერსონაჟის თემატიკით, აქტუალური განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა. ასეთი დაბადების დღის მოწყობა არც თუ ისე ძნელია. მთავარი მონდომება და სურვილია.
ამ სტატიაში პრაქტიკულ და საჭირო რჩევებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა მოუწყოთ თქვენს პატარას დაუვიწყარი დაბადების დღე, მისი საყვარელი პერსონაჟის თემატიკაზე.
მაგალითისთვის, ჩვენ ყველა ბავშვის საყვარელი წიგნი და ფილმი - „ჰარი პოტერი“ ავარჩიეთ. კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში, იშვიათად იხდიან დაბადების დღეს გასართობ ცენტრებში. ადამიანთა უმრავლესობა დაბადების დღეს სახლში, მოკრძალებულად აღნიშნავს. აუცილებლად დაიცავით საჭირო უსაფრთხოების ზომები და 10 ბავშვზე მეტი არ დაპატიჟოთ.
თუ კერძო სახლი გაქვთ, ამინდები საშუალებას გაძლევთ, რომ დაბადების დღე თქვენს პატარას ეზოში გადაუხადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაგჭირდებათ მცირე დეკორაცია, რაც სადღესასწაულო განწყობას შექმნის. დეკორის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი - ბუშტებია. შეგიძლიათ იყიდოთ თეთრი ბუშტები და მარკერის საშუალებით, ბუებად გადააქციოთ. ქაღალდზე დაწერეთ საინტერესო გამოცანები, დაახვიეთ და მიამაგრეთ ბუშტებზე. ბავშვებს უთხარით სათითაოდ გახსნან და გამოიცნონ პასუხები. შეგიძლიათ ეს მხიარულ თამაშ-ვიქტორინად აქციოთ.
ასევე, შეგიძლიათ დაამზადოთ კონვერტები „ჰოგვორტსიდან“ და გირლიანდა ააწყოთ.
არ დაგავიწყდეთ სადღესასწაულო ქუდები. სასაჩუქრე ჩანთების მსგავსად, შეგიძლიათ ქუდებიც თემატიკის მიხედვით შეუკვეთოთ favshop.ge-ზე.
რაც შეეხება წასახემსებელს, „ორეოს“ ორცხობილით, მარწყვითა და შოკოლადის გლაზურით, მინერვა მაკგონაგელის ქუდებს მარტივად „ააწყობთ“.
ასევე, მარილიანი ჩხირით და ყველის ფირფიტებით მფრინავ ცოცხებს დაამზადებთ.
შეგიძლიათ საჩუქარი სახლში დამალოთ, დახატოთ რუკა და ბავშვებს ქვესტი მოუწყოთ. რაც მეტ ჯადოსნურობას შეიტანთ, მით უკეთესია. მოიძიეთ ინტერნეტში საინტერესო თამაშების იდეები. საინტერესო სათამაშოებს ვებ-გვერდიდან, სახლიდან გაუსვლელადაც შეიძენთ. favshop.ge-ზე სათამაშოების დიდი არჩევანია. მაგალითად, ბავშვები ძალიან გაერთობიან, თუ საპნის ბუშტების ლაბორატორიას მოუწყობთ.
ბევრი ჯადოსნურობების გასაკეთებლად კი ეს საინტერესო სათამაშო კომპლექტი - Science & Play-სამეცნიერო ლაბორატორია დაგეხმარებათ.
იმედი გვაქვს, ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენს პატარას დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწყოთ.
გისურვებთ წარმატებებს!