რუსკა მაყაშვილმა მთელი ორსულობა ეკრანზე გაატარა. ყოველთვის აქტიური რუსკა, სოციალურ ქსელებში მუდმივად აქვეყნებდა ვიდეობს, ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში კი 40 კვირის ორსული ენერგიულად ცეკვავდა.
40 კვირის ფეხმძიმე რუსკა მაყაშვილის მხიარული ცეკვა (ვიდეო)
დღეს კი მსახიობი უკვე მეორე შვილის დედა გახდა. რუსკამ "ჰერაში" იმშობიარა და გულშემატკივრების გუნდი გარეთ ელოდა.
გოგონას კატო დაარქვეს. მისი ამ ქვეყნად მოვლინება საზოგადოებს ბებომ, თამარა მაყაშვილმა აცნობა:
"ვაშაააა!!!
ურააა!!!
მრავალჟამიეერ!!
ქალბატონი კატო ნიჟარაძე გაჩნდა!
სამ გზის ბებია ვაარ!!!"
რუსკას მეუღლე მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა, წყვილს უკვე ჰყავს ბიჭი-ილია, დღეს კი გოგონას-კატოს მშობლებიც გახდნენ.
ესეც კატოს პირველი ფოტო.
თეკლა ჟვანია