მომღერალი დათო არჩვაძე 27 წლის ასაკში სოფო კუჭავაზე დაქორწინდა. რამდენიმე წლის შემდეგ მოსიყვარულე წყვილი ერთმანეთს დაშორდა, როგორც ხდება ხოლმე, ურთიერთობაში არა მარტო ოჯახები, არამედ სანათესაოც ჩაერია.
როგორც მომღერალი ყვება გადაცემაში "ფარული კონვერტი", დაშორების შემდეგ ბავშვთან მიახლოებას უკრძალავდნენ, მართალია, სასამართლომ გამოუყო დრო მამას შვილთან ურთიერთობისთვის, მაგრამ პატარა თამარი უცხო მამას არ მიჰყვებოდა.
4-წლიანი უნახაობის შემდეგ მამა-შვილი მოულოდნელად შეხვდა ერთამენთს.. "მამა, მიყვარხარ-მეთქი, ვუთხარი და მეც-ო მიპასუხა, ეს სიტყვა იყო ჩემთვის ყველაფერი. ისე განვიცადე ეს შეხვედრა, ავარიაში მოვყევი და კინაღამ შემიწირა ამ შემთხვევამ", - აღნიშნავს დათო.
თეკლა ჟვანია